ფიზიკური დატვირთვა ამ დროს ერთდროულად "რამდენიმე კურდღელს იჭერს". ჯერ ერთი: ხელს უწყობს ზედმეტი წონის მოცილებას, რომელიც სისხლძარღვებს ტვირთად აწვება და ეწინააღმდეგება ორგანიზმიდან "მავნე" ქოლესტერინის დონის აწევას. ამიტომ, ნებისმიერი სახის ფიზიკურ დატვირთვას მხოლოდ დადებითი შედეგები მოაქვს, ოღონდ, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ - ისე არ გადაიტვირთოთ, რომ საერთოდ თავი დაანებოთ ვარჯიშს. უკეთესია დღეში ნახევარი საათი ივარჯიშოთ, ისეირნოთ, იაროთ ცურვაზე, ვიდრე ორი საათით თავი გაიწამოთ ტრენაჟორებზე და მერე სულ ზურგი შეაქციოთ მას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის გაცილებით უკეთესია ვარჯიშების რეგულარულობა და ხანგრძლივობა, ვიდრე ინტენსივობა.
დაიწყეთ ნახევარსაათიანი ვარჯიშებით კვირაში სამჯერ. ამასთან აქცენტი გააკეთეთ აერობული სახის დატვირთვებზე - სირბილი, ველოსიპედი, აერობიკა, ცურვა. თუ ნახევარი საათი ვარჯიში გიჭირთ, დაიწყეთ 20, ან სულაც 10 წუთით და ნელ-ნელა გაზარდეთ დრო. თუ გაქვთ დრო და სურვილი, ვარჯიშის ხანგძლივობა 45-60 წუთამდე გაზარდეთ კვირაში ხუთჯერ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ვარჯიშის დროს დატვირთვა ნელ-ნელა გაზარდოთ, ასე ვთქვათ გახურდეთ, ხოლო დამთავრებისას ორგანიზმს აცალეთ ბუნებრივად გაგრილება (საკმარისია 5-10 წუთი).
მათთვის, ვინც უპირატესობას ძალისმიერ დატვირთვას ანიჭებს (ჰანტელები, შეიპინგი ან ტრენაჟორები), საკმარისია 2-3 მისვლა კორპუსის და ამდენივე ფეხების და ხელების დატვირთვით. ამას დაჭირდება დაახლოებით 30 წუთი, რაც საჭიროა ქოლესტერინის გამოდევნისთვის.
თუ გიყვართ ფეხით სიარული, სეირნობა სუფთა ჰაერზე, გამოიყენეთ ეს სეირნობა, როგორც თერაპევტული საშუალება. კვირაში 3-5-ჯერ 30 წუთი იარეთ ტრასებისა და იმ ქუჩებისაგან მოშორებით, რომლებზეც მანქანები მოძრაობს და თვალ-ყური ადევნეთ, რომ პულსი წუთში 10-15 დარტყმაზე მეტით არ გაიზარდოს.
გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ფასდაუდებელი სამსახური შეიძლება გაგიწიოთ მიწის სამუშაოებმა - მიწასთან ურთიერთობამ. ოღონდ აქაც სიფრთხილე გმართებთ, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოთ ზურგი და არ აწიოს წნევა. ამისათვის საჭიროა 1,5-2 საათი. მუშაობის შემდეგ აუცილებელია სრულფასოვანი ნახევარსააათიანი შესვენება და კიდევ: არ უნდა გახვიდეთ სამუშაოდ შუადღის გულზე-12-დან 16 საათამდე.
მოძრაობა შეუცვლელია
მე ყოველთვის მივდევდი სპორტს - დილაობით დავრბოდი. ოღონდ ეს მაშინ, სანამ სისხლძარღვების პრობლემები გამიჩნდებოდა. ამიტომ ბოლო 5 წლის მანძილზე უკვე ნაკლებად ვმოძრაობდი. ბუნებრივია, მოვიმატე - 46-დან 50 ზომა გავხდი. ენდოკრინოლოგმა ჰორმონები დამინიშნა. მაგრამ მე შემეშინდა მისი მიღება. როდესაც თერაპევტმა სისხლის ანალიზის აღება მირჩია, ვნახეთ, რომ ქოლესტერინი მქონდა მომატებული. მაშინ მივხვდი, რომ საჭირო იყო მიმეხედა საკუთარი თავისთვის და დავიწყე დილის ვარჯიშები. რადგან ფეხები მტკიოდა, სკამზე ვჯდებოდი და ვვარჯიშობდი მსუბუქი ჰანტელებით. მერე პრესის ვარჯიშები დავიმატე. მასაჟიც გავიკეთე, 25 სეანსი. შედეგად დავიკელი 8 კგ. (რასაკვირველია, საკვებში ერთგვარი შეზღუდვებიც მომიწია).
ახლა 48 ზომამდე ვარ ჩამოსული. სისხლძარღვებიც აღარ მაწუხებს. ყოველდღე ნახევარი საათი ვვარჯიშობ. დავდივარ ფეხით და ქოლესტერინი ნორმაში მაქვს.