» » » შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ქოლესტერინთან ბრძოლა შესაძლებელია.

შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ქოლესტერინთან ბრძოლა შესაძლებელია.

ნამდვილად ძნელია ქოლესტერინთან ბრძოლა-მომატებული ქოლესტერინის ნორმის ფარგლებში ჩაყენება. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. რას არ ვაკეთებდ. მაგრამ ამაოდ - ქოლესტერინის დონე არათუ იკლებდა. მატულობდა კიდეც.
ერთხელ სადღაც ამოვიკითხე, რომ ქოლესტერინის დონეს ამცირებს ცაცხვის გამხმარი ფოთლების ფხვნილი.

  1. სასწრაფოდ ვიყიდე აფთიაქში ცაცხვის ფოთლები და ყავის საფქვავში დავფქვი. ვსვამდი დღეში სამჯერ თითო ჩაის კოვზს ჩვეულებრივი წყლით.
    1 თვის შემდეგ შევისვენე ორი კვირით და ისევ გავაგრძელე ცაცხვი: თან წყალს ვაყოლებდი.
    ამასთან ერთად დიეტასაც ვიცავდი - ყოველდღე ვჭამდი კამას და ვაშლს იმიტომ, რომ კამაში არის ბევრი C ვიტამინი. ხოლო ვაშლში - პექტინი. ეს ყოველივე სისხლძარღვებისათვის სასარგებლოა.




ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციისთვის მნიშვნელოვანია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირების მოწესრიგება. ამ მიზნით ორ-ორი კვირით (თითო კვირა შესვენებით) ვსვამდი ნაღველმდენ მცენარეთა ნაყენს. ეს არის სიმინდის თმები, ასფურცელა, ბაყაყურა.
ყოველი 2 კვირის შემდეგ ვცვლიდი ნაყენს. 2 -3 თვის შემდეგ ანალიზმა. როგორც იქნა აჩვენა, რომ ქოლესტერინი ნორმის ფარგლებში იყო და კიდევ... გავხდი - მოვიკელი 3 კილო. ისე რომ ჩემი ჯანმრთელობა აშკარა უკეთესობისაკენ წავიდა.

ყოველივე აქედან გამომდინარე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ქოლესტერინთან ბრძოლა ძნელი, მაგრამ შესაძლებელია. მთავარია არ დანებდე პრობლემას და ყოველდღიურობაში სიმტკიცე და მიზანსწრაფულობა გამოიჩინო. საკუთარი ჯანმრთელობა ამას ნამდვილად იმსახურებს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.