მედიცინაში იყენებენ საბრის ფოთოლს ან მისგან გამოწურულ წვენს, როგორც ჯანის მომგვრელ და ნაზად მოქმედ სასაქმებელ საშუალებას, გასტრიტის, ენტეროკოლიტის, ყაბზობის სამკურნალოდ. ქარხნული წესით მომზადებულ პრეპარატს, ექიმ-სპეციალისტის დანიშნულებით, იყენებენ თვალის დაავადებების ( ახლომხედველობის ), ჭრილობების, კანის ანთებითი დაავადებების დროს. ხოლო ალოეს რკინით აძლევენ ავადმყოფს სისხლნაკლებობისას.
ოჯახში საბრისგან წამლის მომზადება რამდენიმე წესით შეიძლება:
- ოთახში, ქოთანში მცენარეს შემოაცალეთ ძველი (ქვედა) ფოთლები, გარეცხეთ, გააძვრეთ კანი, გაატარეთ საკეპ მანქანაში და გამოწურეთ წვენი. ყოველ 100 გ დაუმატეთ ამდენივე უცეცხლო და შავი ღვინო, შეურიეთ კარგად და დადგით სიბნელეში 6-8 დღე. შემდეგ გაწურეთ და სვით სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ.
- საბრის ფოთლები გარეცხეთ და წვენი გამოწურეთ, ერთ ჭიქას შეურიეთ ამავე რაოდენობის თაფლი, კაკაო, კარაქი და მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ.
- ფოთლები მოხარშეთ, გააცივეთ, გაწურეთ და სვით დღეში 3-ჯერ ნახევარი ღვინის ჭიქა.