» » » საშვილოსნოდან სისხლდენას და ქალურ პრობლემებს სამყურა შველის...

საშვილოსნოდან სისხლდენას და ქალურ პრობლემებს სამყურა შველის...

ახალგაზრდობაში ოპერაციის გაკეთება მომიხდა, რის შემდეგაც საშვილოსნოდან სისხლდენა დიდხანს არ შემიწყდა. რასაკვირველია, ანემია დამემართა. ვსვამდი ექიმების მიერ გამოწერილ ვიტამინებს და რკინის პრეპარატებს, მაგრამ მაინცდამაინც ვერ მიშველა. ჰემოგლობინი საგრძნობლად დაეცა. სისხლდენასაც ვერაფრით ვაჩერებდი - ცოტა ხნით წყდებოდა, შემდეგ კი ისევ იწყებოდა. ბოლოს დედაჩემმა, რომელიც სამკურნალო მცენარეებით იყო გატაცებული, სამყურა მომიტანა და მითხრა, ეს მცენარე ანემიასა და სისხლდენას შველისო. მისი მომზადებისა და მიღების წესებიც მასწავლა:

  • 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ სამყურას ყვავილს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ნახევარი საათით ვაყენებთ. პირველ დღეებში ვიღებთ თითო სუფრის კოვზს 2-3 საათში ერთხელ. როდესაც სისხლდენა შესამჩნევად იკლებს ( შესაძლოა, შეწყდეს კიდეც ), ვიწყებთ ანემიის მკურნალობას - ვიღებთ 1/2 ჩაის ჭიქა ნაყენს დღეში 3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.


ერთი თვის შემდეგ ჰემოგლობინი შევიმოწმე და საკმაოდ მომატებული აღმომაჩნდა. ექიმს ეგონა, ეს მის მიერ გამოწერილი წამლების დამსახურება იყო, მე კი ამ ერთი თვის განმავლობაში არც ერთი აბი არ მიმიღია... ჩემმი აზრით, სამყურას ყვავილი ყოველი შემთხვევისთვის ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შინ.
admin от 24 მარტი 2018 10:06
სამყურა (Trifolium) - ინფორმაცია wikipedia-დან

სამყურას ყვავილის სასარგებლო თვისებები

სამყურა (Trifolium) — ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ყველა სახეობა ბალახოვანია. მათი ფოთოლი სამ ფოთოლაკიანია (აქედან მოდის მისი სახელიც). ყვავილები წითელი, ყვითელი, თეთრი ან ვარდისფერია, შეკრებილი თავაკისებრ, იშვიათად მტევნისებრ ყვავილებად. ნაყოფი პატარა პარკია, 1-2, იშვიათად 3-6 თესლით. ფესვები მთავარღერძიანია. მათზე დიდი რაოდენობით ვითარდება აზოტის შემთვისებელი ბაქტერიების კოჟრები, რომლებიც ამდიდრებენ ნიადაგს აზოტოვანი შენაერთებით. 300-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში. საქართველოში იზრდება 40-მდე სახეობა. სამყურას ბევრი სახეობა საქონლის საუკეთესო საკვებია და დიდი ხანია კულტურებშია შეყვანილი. ამ მხრივ აღსანიშნავია წითელი ანუ მდელოს სამყურა (Trifolium pratense), რომლის ორი ფორმა არსებობს — საგვიანო ანუ ჩრდილოეთის ერთსათიბა და საადრევო ანუ სამხრეთის ორსათიბა; ვარდისფერი ანუ შვედური სამყურა (Trifolium hybridum) — საკვებად იყენებენ სხვა მარცვლოვნებთან ერთად; თეთრი სამყურა (Trifolium repens) — თესენ სხვა სამყურასთან ან მარცვლოვნებთან ერთად. გაძოვების შემდეგ სწრაფად ამოიზრდება .

ექმიის კოემტნრაი:
წიეთლი საყმრუა მრვალალწაინი ბაალოხავნი მცნერააე. მას უარმვაი ღისრბეა აქსვ. ჯერ ერთი , მისი ყვვალიბესიაგნ საკუთესეო თალფი მზდაედბა , მეროცე, საკმრუანლო თვსიბებეთიაა მდდირაი.
საყმრუა უმათრვსეად მდლეეოზბე ხაორსბ. იზდრბეა 152-0 სმ სიამლღსი. ყვვალიბოს მასი- სეტქმეებშრი. უსნუაო, აქვს წიეთლი ყვვალიბეი და მოკტბო გეომ.
საკმრუანოლდ ვაგრსიია მცნერაის ყვვალიდეი ფოლთბეაიანდ. მისი ნაეყნი და ნაახშრი ოფმლედინ, შადრდმნეი, ამსოხაეველებლი და ბატქრეოიიცუდლი საუშლაბეაა. კაგრია ანმეიისა და სიხსდლნეის დრსოცა. გადრა ამსია, საყმრუას ნაეყნს იყნებეენ გუილსა და თიკრლმსიიმრეი შეუშეპიბს , რემვტაზიიმსა და შადრის ბუტშის ანეთიბს საკმრუანოლდ. მის საეფენბს ჭრლიბოზაე იდბენე. მცნერაის ახლააგომუწურლ წვნეს კი ალრეიგლუი დავადაბებეის დროს სვმანე. უკჩუევენბა არ აქსვ.
admin от 24 მარტი 2018 10:09
სამყურას სამკურნალო თვისებები - ანემია, სტენოკარდია, ნევრასთენია... შედეგი გამაოგნებელია
 სამყურას სამკურნალო თვისებები - ანემია, სტენოკარდია, ნევრასთენია... შედეგი გამაოგნებელია
ამ ბოლო დროს ამ მცენარეს რატომღაც ნაკლებად ახსენებენ, თუმცა ხალხურ მედიცინაში ის წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: რევმატიზმის, სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, ნევრასთენიის, სისხლის ნაკლებობის და გაციების დროს.

სამყურას ნაყენი განსაკუთრებით ეფექტურია თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინსულტის თავიდან აცილების პროფილაქტიკისთვის.

სამყურა უნდა დაკრიფოთ მაისი-ივნისში (მხოლოდ ვარდისფერი თავები) და გააშროთ ჩრდილში.

სამყურას ნაყენი: 1 ლიტრიანი ქილა ნახევრად გაავსეთ გამხმარი სამყურას ყვავილებით და დაასხით 0,5 ლ კარგი არაყი. დადგით დასაყენებლად ბნელ ადგილას 2 კვირით, შემდეგ
გაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ: დილით - 1 ს.კ. 30 წუთით ადრე ჭამამდე, საღამოს - 1 ს.კ. ძილის წინ. კურსი - 3 თვე.

დამატებით ნაყენთან მიიღეთ სამყურას ნახარში, მაგრამ არა ნაყენთან ერთად, არამედ მისი მიღების შუალედებში: 2 ს.კ. სამყურას ყვავილი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ 30 წუთით ადრე ჭამამდე.

ასეთი მკურნალობის კურსის შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და გაიმეორეთ მკურნალობის კურსი. მართალია მკურნალობა ხანგრძლივია, სამაგიეროდ შედეგიც გამაოგნებელია. სამყურას ყვავილებით ასეთი მკურნალობა ყოფნის როგორც მინიმუმი 3 წელი, შემდეგ ყველაფერი უნდა გაიმეოროთ მყარი შედეგისა და პროფილაქტიკისთვის.
წყარო
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.