» » » თალგამს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი ქოლესტერინი, ამიტომ, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ის შეუცვლელი ბოსტნეულია

თალგამს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი ქოლესტერინი, ამიტომ, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ის შეუცვლელი ბოსტნეულია

არც ერთი ბოსტნეული არ შეიცავს პროცენტულად ისეთი მაღალი რაოდენობის კალციუმს, როგორც თალგამის ფოთოლი. ამიტომ თალგამის ფოთოლიც და მისგან მიღებული წვენიც, საუკეთესო საშუალებაა ბავშვებისათვის და იმ პირთათვის, რომელთაც დასუსტებული ძვლები და კბილები აქვთ. თალგამის ფოთლების, სტაფილოსა და ბაბუაწვერას წვენების ნარევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ეფექტური საშუალება კბილებისა და სხვა დანარჩენი ძვლოვანი ქსოვილების გასამაგრებლად.
თალგამის წვენი ყველაზე დიდ ეფექტს იძლევა სტაფილოსა და ბაბუაწვერას წვენების ნარევთან, ბაბუაწვერაში შემავალი მაგნიუმის მაღალი პროცენტი, შერწყმული თალგამის ფოთლებში არსებულ კალციუმთან და სტაფილოს წვენის სხვა ელემენტებთან, ძვლებს სიმაგრესა და სიმტკიცეს ანიჭებს.

თალგამს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი ქოლესტერინი, ამიტომ, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ის შეუცვლელი ბოსტნეულია. თალგამის ახალგამოწურულ წვენს შარდმდენი, ნაღველმდენი და ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი კომპრესი შველის ნიკრისის ქარს და რადიკულიტს; მისი სმა ასევე, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და აუმჯობესებს მადას. ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს თალგამი ნამდვილი წამალია.
თანაბარი რაოდენობით თალგამის წვენი და თაფლი ბრონქიტისა და ხველის დროს შეუცვლელია. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ, თითო სუფრის კოვზი. მას ამოსახველებელი ეფექტიც გააჩნია. თუ ნარველკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ, დილით, ჭამის შემდეგ, დალიეთ ასი გრამი ახალგამოწურული თალგამის წვენი. შეგიძლიათ, მას დაუმატოთ ორმოცდაათი გრამი ახალგამოწურული ჭარხლის წვენიც.

თალგამის ფოთლები შეიცავს ასევე დიდი რაოდენობით კალიუმს. კალიუმისა და კალციუმის ასეთი შემცველობის გამო, თალგამის ფოთლების წვენი აძლიერებს ორგანიზმის ტუტე რეაქციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ შევურევთ სტაფილოსა და ნიახურის წვენს. თალგამის ფოთლები შეიცავს ასევე პროცენტულად საკმაოდ დიდი რაოდენობით ნატრიუმსა და რკინას.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.