ბაბუაწვერას წვენი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სრულფასოვან მატონიზებულ და გამაძლიერებელ საშუალებად, ის აუცილებელია ორგანიზმის მაღალმჟავიანობის გასანეიტრალებლად და ტუტე რეაქციის ნორმალიზაციისათვის. ცოცხალი წვენი, მიღებული ბაბუაწვერის ფოთლებისა და ფესვებისგან, შერეული სტაფილოსა და თალგამის ფოთლების წვენებთან ძალიან კარგი სამკურნალო საშუალებაა ხერხემლისა და სხვა ძვლების სხვადასხვა სახის დაავადებების დროს. ასევე ამაგრებს კბილებს, ხელს უშლის მათ დაშლას და პაროდონტოზის ჩამოყალიბებას.
მიღება:
ბაბუაწვერას ფოთლების წვენი მიიღეთ 50 მლ 2-ჯერ დღეში გასტრიტის, საერთო სისუსტის, სიყვითლის, შარდის ბუშტის ანთების, ანემიის დროს. წვენი, ასევე, შეგიძლიათ წაისვათ კოჟრებზე, მეჭეჭებზე, ჭორფლზე და პიგმენტურ ლაქებზე.