თალგამს არაფრად ვაგდებდი, ვიდრე არ შევიტყვე, რომ მისი წვენი ძლიერ და ეფექტიანი ორგანიზმის გამწმენდი საშუალება ყოფილა. იგი ხელს უწყობს წიდის გამოტანას, თირკმელებიდან ქვიშის გამოძევებას.
- თალგამი გაწმინდეთ და კარგად გარეცხეთ, ახალი კარტოფილივით გაფხიკეთ და წვენსაწურში გაწურეთ. თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ თალგამი წვრილად გახეხოთ და დოლბანდით გამოწუროთ წვენი. გამონაწური მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, სურვილისამებრ. ვიდრე თალგამის წვენს სვამთ, უმჯობესია რაციონიდან ამოიღოთ ცომეული, ცხიმიანი სადილები, ხორცი, სახამებელი. მკურნალობის ერთი კურსისთვის საჭიროა 10 კგ-მდე თალგამი. ეს 2-3 თვე უნდა გეყოთ. ერთი კურსის შემდეგ აუცილებელია 3-4 თვიანი შესვენება, მერე კი, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიმეოროთ.
- სახსრების ტკივილის დროს მიიღეთ წითელი მოცვის ფოთლების ნახარში: ორი ჩაის კოვზი ფოთოლი 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. სვით მთელი დღე პატარა ყლუპებით.
- წყლულისა და გაციების დროს გამოგადგებათ ოროვანდის ფესვი: დაახლოებით 2 სუფრის კოვზი გარეცხეთ, გაარჩიეთ და ღუმელში გაწითლებამდე აცხვეთ. შემდეგ ძალიან წმინდად დაფქვით, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 2-3 წუთი ხარშეთ.
- უძილობის დროს კარგია თალგამის ნახარში: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ ან ერთი ჭიქა ღამით.