» » » ტაქიკარდიის სამკურნალო, დამამშვიდებელი მცენარეული საშუალებები

ტაქიკარდიის სამკურნალო, დამამშვიდებელი მცენარეული საშუალებები

თუ ტაქიკარდია სტრესის შედეგია, კარგია დამამშვიდებელი მცენარეული პრეპარატის მიღება ( პიტნა, შავბალახა, ვალერიანი). კარგად შველის აბაზანები დამამშვიდებელი ზეთებითა და ექსტრაქტებით (37 გრადუსი ტემპერატურით).
თუ ტაქიკარდიისკენ მიდრეკილება გაქვთ, მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოთ ყავის, ჩაის, ალკოჰოლოსგან, სიგარეტისგან. ასევე განსაკუთრებით უნდა დაიცვათ თავი გაციებისა და ინფექციური დაავადებებისგან. ტაქიკარდიას ძალზე უხდება სიარული, ოღონდ თანაბარზომიერი.

შეტევის პირველივე ნიშნებზე შეეცადეთ მოიხსნათ იგი სპეციალური მეთოდებით. ზოგს შველის, მაგალითად, ხელოვნურად გამოწვეული ღებინება, სხვებს-გაჭინთვა შესუნთქვის დროს: რამდენიმე მშვიდი შესუნთქვა-ამოსუნთქვა და ერთ-ერთი შესუნთქვის დროს სუნთქვის შეჩერება ისე, რომ მთელი დაძაბულობა მუცლის ქვემოთ წარიმართოს. ყველა შემთხვევაში შეტევის დროს სრული სიმშვიდე უნდა დაიცვათ.
გულის გამოჯანმრთელებისა და მომაგრების პროცესში არ უნდა დაივიწყოთ მასაჟი და ფიზიკური ვარჯიშები.
უნდა მოერიდოთ სტატიკურ დატვირთვას (სიმძიმის აწევა). ეს ამაღლებს არტერიულ წნევას, რაც გულის მუშაობას ააქტიურებს, არღვევს მის რიტმს და გულის შეკუმშვის ტემპს.
გიშველით ბალახეული წამლებიც. განსაკუთრებით გულყვითელა, კუნელი, რომლებიც ძალზე ეფექტურია არიტმიის სხვადასხვა ფორმის დროსაც.

  • 2 ჩაის კოვზი გულყვითელას ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თბილ ადგილას 2 საათი და გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.

  • 1 ჩაის კოვზი კუნელის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაასხურეთ თავი და წყლის აბაზანაზე გააცხელეთ (15 წუთის მანძილზე). შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და დაიყვანეთ სითხე 200 მლ-მდე. სვით 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.