» » » აიცილეთ თავიდან მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რამდენიმე ხალხური რეცეპტით

აიცილეთ თავიდან მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რამდენიმე ხალხური რეცეპტით

ქალებმა იციან, როგორი უსიამოვნოა ეს - შეფერხებები ვადებში, ზედმეტი ტკივილები, სისხლის ძალზე დიდი რაოდენობა. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად არის რამდენიმე რეცეპტი.

  • აიღეთ 1 ნაწილი ჭინჭარი ან შვიტა და 2 ნაწილი სპირტი, დააყენეთ ერთი კვირა. სვით 10-10 წვეთი ერთ კოვზ წყალზე. მენსტრუაცია და მისი თანმხლები ტკივილები ძალზე სწრაფად გაქრება.

  • თვიურს და სისხლდენას აჩერებს დაფნის ნახარშის მიღება.

  • აურიეთ კვერცხის ცილა და ლიმონის მჟავა, რამდენიმე კვერცხის ცილას შეურიეთ 0,5 ჩ/კ ლიმონის მჟავა და მიიღეთ ერთჯერადად. 2-3-ჯერ დღეში მიიღეთ ძლიერი და ხანგრძლივი სისხლდენის დროს.

  • ჭარბსისხლიანი მენსტრუაციის დროს რეკომენდებულია ვასლის ძმრის ხსნარის მიღება, რომელიც მზადდება თანაფარდობით 2 ჩ/კ ძმარი 1 ჩ/ჭ წყალზე. მიიღეთ 1 ჩ/ჭ ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ მკურნალობის კურსი გაიმეოროთ. ძლიერი სპაზმების დროს მიიღეთ 1 ჩ/ჭ ძმრის ხსნარი ყოველ ერთ საათში ერთხელ, 5 საათის განმავლობაში.

  • 1 ს/კ შვიტა მოხარშეთ 2ლ წყალში. სვით თითო ს/კ ყოველ 2 სთ-ში. როცა სისხლის დენა შემცირდება, გადადით დღეში სამჯერად მიღებაზე.

  • ასევე კარგია მოხარშვა და ხშირი სმა თითო ს/კ ჭინჭრის ნაყენისა. ჩინეთსა და იაპონიაში ძველთაგანვე ძალზე პოპულარულია ქალებში აბზინდის მწარე ბალახის ფესვების ნაყენი. ფესვი (ახალი ან გამხმარი) ქუცმაცდება, იხარშება და ნაყენი ისმება ს/კ-ით 3-ჯერ დღეში.

    მენსტრუაციის გაჭიანურება
  • 100 გრ მუხის ფოთოლს დავასხათ თეთრი შემაგრებული ღვინო. დავდგათ 10 დღე თბილ, ბნელ ადგილას. გავწუროთ, მივცეთ ავადმყოფს თითო ს/კ 4-ჯერ დღეში.


ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.