» » » დედამ ათეროსკლეროზი ხალხური საშუალებებით დაამარცხა

დედამ ათეროსკლეროზი ხალხური საშუალებებით დაამარცხა

დედას გული აწუხებდა. მივიდა ექიმთან. უთხრეს, რომ ათეროსკლეროზისგან სისხლძარღვები ჰქონდა შევიწროებული, დაუნიშნეს წამლები და დიეტა. დავიწყეთ ამ წამლების სმა. შედეგი მოგვცა, მაგრამ დიდი ვერაფერი. დავიწყე ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების ძებნა. მივაგენი რამდენიმე რეცეპტს. დედამ ერთ-ერთი მათგანი აირჩია და დაიწყო მიღება. მალე შესამჩნევად მომჯობინდა. გთავაზობთ ამ რეცეპტს:

  • 1/2 ჭიქა კარგად გარეცხილ და წვრილად დაჭრილ შვრიის ღერებს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და ჩაისავით დალიეთ ცხელ-ცხელი. თუ გნებავთ, მიატანეთ თაფლი ან მურაბა. 2-თვიანი კურსი წელიწადში 2-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.



ნიორი რომ სასარგებლოა, ყველამ იცის. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ, ხოლო ძველ ეგვიპტეში ამ ბოსტნეულს მხოლოდ ფარაონები და ქურუმები მიირთმევდნენ. ნიორი ათეროსკლეროზის სამკურნალო არაჩვეულებრივი საშუალებაა, გთავაზობთ ამ რეცეპტის მომზადების წესსაც:

ინგრედიენტები:
  • 250 გრ ნიორი
  • 0,5 ლ სპირტი

მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ ნიორი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით სპირტი ან 1 ლიტრი არაყი და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. დადგით ბნელ, თბილ ადგილას. დღეში 2-3-ჯერ შეაჯანჯღარეთ. 14 დღის შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი მზად არის. მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.