» » » ხალხური რეცეპტები, რომელმაც საკუთარი თავის კარდიოლოგი გამხადა...

ხალხური რეცეპტები, რომელმაც საკუთარი თავის კარდიოლოგი გამხადა...

მშვენივრად ვიცი, რომ გულთან ხუმრობა არ შეიძლება - როცა კაცს გული აწუხებს, დიაგნოზი სპეციალისტმა უნდა დაუსვას. სწორედ ასე მოვიქეცი, გულმა პირველად რომ მთხოვა, მიშველეო, მაგრამ ვერ მოვითმინე, ჩემი აზრით, ყველაზე სასარგებლო მცენარეული რეცეპტი ამოვარჩიე და მკურნალი ექიმის თანხმობით მის სმას შევუდექი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს წამალი პროფილაქტიკისთვისაც შესანიშნავი ყოფილა.

რეცეპტის მთავარი კომპონენტი ყველასთვის კარგად ცნობილი კატაბალახაა. წამალი ყოველ დილას უნდა მოამზადოთ და მთელი დღის განმავლობაში სვათ.

  • აიღეთ საჩვენებელი თითისოდენა პურის ნაჭერი და 4 ტოლ ნაწილად გაჭერით. თითოეულს დააწვეთეთ 3-4 წვეთი კატაბალახას ნაყენი. ერთი მაშინვე ჩაიდეთ პირში, რამდიმე წუთს გააჩერეთ, შემდეგ დაღეჭეთ და გადაყლაპეთ, დანარჩენი კი 4 საათში ერთხელ ასეთივე წესით მიირთვით. შედეგს 4-5 დღის შემდეგ იგრძნობთ.

    გულით დაავადებულთათვის ძლიერ სასარგებლოა მეორე წამალიც:
  • აიღეთ 1 ლიტრი ნატურალური თაფლი, 10 ლიმონის წვენი და 10 მომცრო თავი გახეხილი ნიორი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და თავდახურული ქილაში ერთ კვირას დატოვეთ. ერთი კვირის შემდეგ ქილას ხუფი მოხადეთ, ნაზავს კარგად ამოურიეთ და მიიღეთ 4 სადილის კოვზი დღეში ერთხელ, მაგრამ ერთბაშად ნუ გადაყლაპავთ, ნელ-ნელა, აუჩქარებლად მიირთვით. ერთი დღეც არ გამოტოვოთ.
    ნარევი 2 თვეს უნდა გეყოთ. მკურნალობის კურსიც სწორედ ამდენ ხანს გრძელდება.

    გულსა და ნერვებს კუნელიც მოგიწესრიგებთ
  • ვიღებთ 1 ჩაის კოვზ შვიტას, 1,5 ჩაის კოვზ მატიტელას, 2,5 ჩაის კოვზ კუნელის ყვავილს. ამ ნარევს ვასხამთ 2,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ნახევარი საათით ვაყენებთ. ვიღებთ დაახლოებით 50 გრამს ყლუპობით, დღეში 4-ჯერ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.