როგორ მოვამზადოთ ნაყენი?
- აიღეთ თითო კოვზი ვალერიანის ფესვები, პიტნის, კრაზანას, მარწყვის ფოთლები, დაამატეთ ცოტაოდენი გვირილისა და გულყვითელას გამხმარი ყვავილები. დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, რამდენიმე წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. გააცივეთ, გაწურეთ. დალიეთ ჭიქის მეოთხედი 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში.
- შაკიკის დროს სასარგებლოა მდოგვის საფენი, რომელიც უკან, კისერზე თმის ძირებთან და ფეხის გულებზე უნდა დაიფინოთ. თავიც მაგრამ შეიხვიეთ.
- აიღეთ ახალი ლიმონის ქერქი, გააცალეთ კანი და მიიდეთ საფეთქელზე შიდა მხრიდან. მალე ლიმონის ქვეშ, კანზე გაჩნდება წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და გამოიწვევს ქავილის შეგრძნებას. თავის ტკივილი მაშინვე გაგივლით.
- ერთი დღე-ღამე წყალში დამბალი კოწახურის წვენის დალევა კარგად შველის თავისა და საფეთქლების ტკივილს.
- კარგ შედეგს იძლევა დღეში ორჯერ ცხვირში ალოეს წვენის ორ-ორი წვეთის ჩაწვეთება.
- დაღეჭეთ ყაყაჩოს ქერქი კევივით, ან ცხვირში ჩაიწვეთეთ ყაყაჩოს წვენი.
- ახალი კომბოსტოს ფოთლები მიიდეთ საფეთქლებზე, კეფასა და შუბლზე.
- სვით მაყვლის ფოთლების ნახარში.