დღეს "რჩევების" რედაქცია ტრადიციული ჩინური მედიცინის საიდუმლოებას ფარდას ოდნავ ახდის და გიამბობთ, თუ რა არის ენერგეტიკული მერიდიანი და როგორ მუშაობს.
შიდა ორგანოების კავშირი
ჩვენ სხეულზე უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილი არის განთავსებული, რომლებიც ზედმეტი ენერგიის გადასამუშავებლად მუშაობენ, ასევე გარკვეული ორგანოს მუშაობაზე და სისტემაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს მცირე ნაწილები დაახლოებით 2მმ-ის არის. აღმოსავლეთის მკურნალებმა შენიშნეს რომ ყველა ეს წერტილი ჯაჭვურად იკვრება და მას მერიდიანი უწოდეს.
მკურნალები მთლიანობაში 12 ძირითად მერიდიანს გამოყოფენ, თითოეული ჩვენი სხეულის კონკრეტულ ფუნქციურ ნაწილზე არის პასუხისმგებელი.
1. ფილტვის მერიდიანი
პასუხისმგებელია ნივთიერების ცვლასა და სუნთქვაზე. სუნთქვით ორგანოებს კონტროლს ახდენს: ხორხი, სასულე, ბრონქები. მერიდიანის წერტილზე მოქმედება სუნთქვით პრობლემებს ამცირებს, ტემპერატურას წევს. მასთან წყვილში მოდის მსხვილი ნაწლავის მერიდიანი.
2. მსხვილი ნაწლავის მერიდიანი
ის წინა მერიდიანთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, პასუხს აგებს მონელებაზე და ორგანიზმიდან გადამუშავებული საკვების გამოდევნაზე. ამ მერიდიანზე ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, კანის დაავადების, ლორწოვანი გარსის დარღვევის დროს დაგეხმარებათ.
3. კუჭის მერიდიანი
ის ადამიანის მნიშვნელოვანი ენერგეტიკულ ორგანოზე - კუჭზე არის პასუხისმგებელი. სწორედ ეს ორგანო პასუხს აგებს ნორმალურ კვებასა და საკვების გადამუშავებაზე. მისი მუშაობის დარღვევა ორგანიზმის მთლიან დამცავ სისტემას ასუსტებს.
4. ელენთას და პანკრეასის მერიდიანი
ეს ორგანოები საკვებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს მერიდიანი წინასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
5. გულის მერიდიანი
მერიდიანი გულზე და სისხლძარღვების სისტემაზე აგებს პასუხს. მასზე არის დამოკიდებული ისეთი გამოვლენა, როგორიცაა აზროვნება, ემოცია და შეგრძნება. მისი მუშაობის დარღვევა იწვევს სტრესს, რასაც თან გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ახლავს.
6. წვრილი ნაწლავის მერიდიანი
ეს მერიდიანი საკვების შემდეგომ გადამუშავებაზე აგებს პასუხს, მისი უჯრედები საკვებიდან წყალს გამოდევნის. ის გულის მერიდიანთან წყვილში იმყოფება. მასზე მოქმედება თავის, კისრის, მხრების ტკივილის დროს დაგვეხმარება.