» » » ოქროს ღირებულებების მქონდე იაფფასიანი თევზი, ახლა მას კატისთვის კი არა ჩემთვის ვყიდულობ.

ოქროს ღირებულებების მქონდე იაფფასიანი თევზი, ახლა მას კატისთვის კი არა ჩემთვის ვყიდულობ.

ყველას გვსმენია, თუ როგორი სასარგებლოა ჩრდილოეთის ორაგული, ორაგული და კალმახი. მაგრამ აღვნიშნავთ მხოლოდ ტალღებში დაჭერილი და არა სპეციალურ აუზებში გამოყვანილი, რომლებიც შერეული საკვებით იკვებება. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამ ელიტურ ჯიშებს სერიოზული კონკურენტი ჰყავს იაფფასიანი და მისაღებ თევზებს შორის, რომლებიც ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების კარგ წყაროს წარმოადგენენ. 



ამ საამაყო თევზის სახელია - მოივა. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რით არის ის სასარგებლოა. ასევე იმის შესახებ, თუ ეს თევზი სწორად როგორ მოვამზადოთ, რომ მან მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს. 



ყველაზე სასარგებლო თევზი

თევზი მოივა ადამიანებმა დიდი ხანია იციან. მას როგორ თავისთვის ისე შინაური ცხოველებისთვის ყიდულობენ. ეს თევზი მდიდარია ცილებით. ის მინიმუმ 20-25% ადვილად ათვისებად ცილებს შეიცავს. როგორც თევზის ყველა სახეობა, რომლებიც ატლანტის და არქტიკული ოკეანის ცივ წყლებში ბინადრობენ, მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით. ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ეს ცხიმები მას გასათბობად სჭირდება, ამიტომ შემოდგომაზე უფრო ცხიმიანი.



მოივა ფასობს დიდი რაოდენობის A და D ვიტამინების ჯგუფებით. B12 ვიტამინი მასში უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ხორცში. მოივაში შემავალი მიკროელემენტი მას განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის. მის შემადგენლობაში ასევე იოდი, სელენი და ფოსფორი შედის. სელები ძვლების და თმის პროცესში მონაწილეობს. ფოსფორის გარეშე ძვლის ქსოვილი განადგურება დაიწყება.



მოივამ რომ სარგებელი მოგიტანოთ შეიძინეთ ცოცხალი ან გაყინული. მნიშვნელოვანია: გაადნეთ ბუნებრივი გზით და არა მიკროღუმელში. სათვალავში არ ჩათვალოთ შებოლილი მოივა, რადგან მას უკვე ყველა სასარგებლო თვისება დაკარგული აქვს. ასევე სპეციალისტები კატეგორიული წინააღმდეგები არიან მოივას შეწვის. ასეთი მომზადების შედეგად პრაქტიკულად თევზის ყველა სასარგებლო თვისება კვდება. 



აი მოხარშული ან ორთქლზე შემწვარი თევზი - იდეალურია. ასევე შეგიძლიათ თევზი გამოაცხოთ. ცოტა ფქვილი მოაყარეთ და სანელებლები დაუმატეთ. ტაფა პერგამენტის ქაღალდით დაფარეთ, თევზი მოათავსეთ და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. 



დაუმატეთ ლიმონი და თევზით ისიამოვნეთ. გამოდის ძალიან გემრიელი, სწრაფი, იაფიანი და, რაც მთავარია, ჯანსაღი კერძი. მოივა ბევრად უმჯობესია ორაგულზე, რადგან მას სხვადასხვა დანამატებით არ კვებავენ, რომ სწრაფად გაიზარდოს.

გვიამბეთ კომენტარებში, გიყვართ თუ არა მოივა. ასევე ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.