ეს გახლავთ უნივერსალური ნიღაბი, რომელსაც ერთდროულად, გამწმენდი, მათეთრებელი, მატონიზებელი და მკვებავი თვისებები ახასიათებს.
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ - სიმინდის ფქვილი
- 1/2 ჩ/კ - საფუარი
- 2 ს/კ - რძე
- 2 ს/კ - მაწონი
- 1/2 ჩ/კ - თაფლი
- 2 ჩ/კ - ვაშლის ძმარი
მომზადების და გამოყენების წესი:
ეს ყველა ინგრედიენტი კარგად ათქვიფეთ (უმჯობესია მიქსერით) და ცოტა ხნით მაცივარში შედგით. ნიღაბი სახეზე ყოველდღიურად, 20 წუთით უნდა დაიდოთ და თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობით ჩამოიბანეთ.
მოგეხსენებათ, ნიღბის დადებამდე, აუცილებელია სახის სპეციალური ლოსიონით გაწმენდა, ამიტომ, შემოგთავაზებთ ასევე შინაურ პირობებში დამზადებულ სახის გამწმენდი ლოსიონის რეცეპტს.
- ნახევარი თავი თეთრი ხახვი წვრილად დაჭერით, მოათავსეთ მუქი ფერის ჭურჭელში, დაასხით 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და დააწურეთ 2 ცალი ლიმონის წვენი. ქილა კარგად შენაჯღრიეთ და გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ, 2 დღის შემდეგ წვენი გადაწურეთ. ამ ნარევით სახე ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ გაიწმინდოთ.