დაგჭირდებათ:
- 675 გ მაისის თაფლი
- 375 გ ალოე
- 875 გ წითელი ღვინო
მომზადების და მიღების წესი:
ალოეს მოჭრამდე 5 დღით ადრე წყალი არ უნდა დაუსხათ, შემდეგ გაატართ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ თაფლი და ღვინო, ნარევი დადგით ბნელ და ცივ ადგილას 6 დღე. მიეცით ავადმყოფს ასეთი წესით: პირველი ხუთი დღის განმავლობაში - ერთი სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, ხოლო მომდევნო დღეებში - იმავე რაოენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობა 2-3 კვირიდან 1,5 თვემდე გრძელდება.
ეს ყველაფერი შევასრულე (თუმცა ბავშვს პატარა კოვზით ვაძლევდი წამალს). ჩემდა გასაოცრად, არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე - მას შემდეგ ბავშვს აღარ დაუხველებია.
ექიმის კომენტარი:
თაფლი ხალხურ მედიცინაში ცნობილია როგორც ანთების საწინააღმდეგო, აბტიბაქტერიული და ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციების გამაძლიერებელი პროდუქტი. ალოე კი ფიტოთერაპიაში გასაოცარი ანტიბაქტერიული თვისებებითაა ცნობილი. იგი ორგანიზმზე ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას ახდენს. ასეთივე მოქმედება ახასიათებს სუფთა ღვინოს მცირე დოზებით. ასე რომ, მოცემული კომბინაცია უნიკალურია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მოცემული რეცეპტი მრავალნაცადია არა მხოლოდ ხალხურ, არამედ მეცნიერულ მედიცინაშიც. რეცეპტს იყენებენ ქრონიკული დაავადებით დასუსტებული ორგანიზმის იმუნიტეტის გასააქტიურებლად, განსაკუთრებით - ჩირქოვანი პროცესების, ტუბერკულოზის, ჰიპერტონიის, თირკმელების ქრონიკული დაავადებების, ჰაიმორიტის, თრომბოფლებიტის, რევმატიზმის და სხვა დაავადებების დროს.