რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი გზა წონის სწრაფად დასაკლებად, თუმცა მათი უმრავლესობა საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თანაც ასეთი მცდელობებით დაკლებული კილოგრამები უკან ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.
დღევანდელ სტატიაში მსურს, შეგახსენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წონის დასაკლებლად ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება. ზრდასრული ადამიანებისთვის რეკომენდებულია დღის განმავლობაში დაახლოებით 1,5-2 ლიტრი სუფთა სასმელი წყლის მიღება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადამიანის წონის მიხედვით გამოთვლილი წყლის დღიური ნორმის (ყოველ 1 კგ-ზე 30 მლ წყალი) უდიდესი ნაწილი სწორედ 16:00-მდე უნდა მივიღოთ.
დღეს ჩვენი ინტერნეტ-პორტალი გთავაზობთ უბრალო წყალზე დაფუძნებულ სასმელს, რომელიც არაჩვეულებრივია ფიგურის კორექტირებისთვის, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდებს, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ა.შ. გარდა ზედმეტი კილოგრამების მოშორებისა, ეს სასმელი გაგიჯანსაღებთ მთელ ორგანიზმს.
ეს სასმელი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან თითოეული ადამიანი, რომელმაც ის საკუთარ თავზე გამოცადა, მოცემული საშუალების ეფექტურობას ადასტურებს.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ლიტრი გაფილტრული წყალი (შეძენას შეძლებთ ნებისმიერ მაღაზიაში);
- 1 ს.კ. კანისგან გასუფთავებული და გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი;
- 1 კიტრი;
- პიტნის 10-12 ფოთოლი;
- 1 საშუალო ზომის ლიმონი.
მომზადების ინსტრუქცია:
- ლიმონი და კიტრი დაჭერით თავის კანთან ერთად თხელ ნაჭრებად, ჯანჯაფილის ფესვი გაასუფთავეთ კანისგან და გახეხეთ წვრილ სახეხზე.
- ყველა ინგრედიენტი ჩაამატეთ 2 ლიტრ სუფთა, გაფილტრულ წყალში და კარგად გადაურიეთ.
- მიღებული სასმელი მოათავსეთ მაცივრის ქვედა თაროზე და დააყოვნეთ 10-12 საათით (იდეალური ვარიანტი იქნება სასმელის საღამოს საათებში დამზადება და მისი დაყოვნება მთელი ღამის განმავლობაში).
- სურვილისამებრ, შეგიძლიათ სასმელის გაფილტვრაც. გაღვიძებისთანავე, უზმოზე მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) ეს სასმელი, ხოლო დარჩენილი სითხე - მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია 1 დღეზე.
ძალიან მნიშვნელოვანია: მოცემული სასმელის სითბოში შენახვა კატეგორიულად აკრძალულია, რადგან კარგავს მთელ სასარგებლო თვისებებს.
ეს საოცრად სასარგებლო ნარევი არაჩვეულებრივად გვიკლავს წყურვილის შეგრძნებას, გვანიჭებს სიმხნევეს და აქვს მატონიზირებელი ეფექტი. კურსის ხანგრძლივობა - ინდივიდუალურია აბსოლიტურად ყველა ადამიანისთვის.
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მოცემული გასახდომი სასმელის მიღება ეკრძალებათ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური აუტანლობა მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. გარდა ამისა, ეს საშუალება უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თირკმლის უკმარისობისგან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისგან იტანჯებიან.
თუ ამ საოცრად სასარგებლო სასმელის მიღებას დღეიდანვე დაიწყებთ, მეტაბოლიზმის დაჩქარების, ორგანიზმის გაწმენდისა და წონის კლების პროცესის სტიმულირების ხარჯზე, ძალიან მალე არაჩვეულებრივ ფორმაში ჩადგებით.