» » » მარტივად მოსამზადებელი ეს ნაყენი უხსოვარი დროიდან მთელი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად გამოიყენება.

მარტივად მოსამზადებელი ეს ნაყენი უხსოვარი დროიდან მთელი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად გამოიყენება.

უძველესი დროიდან ადამიანებმა წიწვოვანის სამკურნალო თვისებებზე იცის და მათ გამოყენებას ცდილობს. თუნდაც ფიჭვის ტყეში უბრალო გასეირნებაც კი ძალითა და ენერგიით აგავსებთ, განწყობას გაგიუმჯობესებთ, გაღიზიანობას მოგიხსნით.

ფიჭვის გირჩების სასარგებლო თვისებები ღირსეულად არის შეფასებული. გასაოცარი არაა, რადგან ისინი მდიდარია ფიტონციდებით (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს კლავებ), ტანინებით, ვიტამინებით, ეთერზეთებით, სელენით, მაგნიუმით და რკინით.



ფიჭვის გირჩის ჯემი

ვიღაცას ეს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ფიჭვის გირჩიდან შეიძლება ჯემი მომზადდეს. ამასთან არომატული, გემრიელი და, რა თქმა უნდა, სასარგებლო. მართალა, ასეთი საშუალების გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.



ფიჭვის გირჩის ჯემი ქრონიკულ დაღლილობას ებრძვის და იმუნიტეტს ზრდის. ასეთი ჯემის პატარა კოვზით მირთმევაც კი მთელი დღე მხნეობით და პოზიტივით აგავსებთ. ზედმეტი არ იქნება გირჩის ჯემის სასარგებლო თვისებების შესახებ დეტალურად საუბარი. 


გირჩის ჯემის სარგებლობა

  1. გრიპის პროფილაქტიკა
    წიწვოვანი პროდუქტი ორგანიზმს ეხმარება ხველების, ცხვირში სისველის, ცხელების დროს. 

  2. იმუნიტეტს ზრდის
    ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ფიჭვის გირჩში შედის, ორგანიზმს გაძლიერებას ხელს უწყობს, ამშვიდებს და ძილიანობას ხსნის. 

  3. სასუნთქი გზებისთვის სასარგებლოა
    წიწვოვანი პროდუქტი სასარგებლოა არა მხოლოდ ტუბერკულოზის მკურნალობის დროს, არამედ ბრონქიტის და პნევმომანიის დროსაც. 

  4. გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება
    ჯემში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. ტანინი კი სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს. 



  5. აყუჩებს
    ფიჭვის ჯემს კომპრესის სახით იყენებენ სახსრების, ღრძილების და კბილის ტკივილის დროს. 

  6. საჭმლის მონელებას აუმჯობესებს
    ფიჭვის გირჩის ჯემს პანკრეასის მუშაობა ნორმაში მოჰყავს და წყლულოვან დაავადებებს ებრძვის. 

  7. კიბოს განვითარების რისკს ამცირებს
    წიწვოვანში შემავალი ანტიოქსიდანტები თავისუფალი რადიკალებისგან გვიცავს, რაც ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. 

  8. მავნე ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს
    ფიტონციდი, რომელიც ფიჭვის გირჩში შედის, ტუბერკულოზის და ნაწლაური ჩხირის გამომწვევ ბაქტერიებს ებრძვის, არაფერი რომ არ ვთქვათ სხვა ბაქტერიებსა და ვირუსებზე. მხოლოდ ამ ერთი სასარგებლო თვისების გამო შეიძლება მას სამკურნალო პროდუქტი ვუწოდოთ. 




ჯემის რეცეპტი

თუ ფიჭვის გირჩის ჯემის სამკურნალო შემადგენლობამ დაგაინტერესათ, დროა ამ ჯადოსნური მცენარის მომზადებას შეუდგეთ. 

ინგრედიენტები

  • 1 კგ ფიჭვის გირჩი

  • 1,5 კგ შაქარი

  • 2 ჭიქა წყალი




მომზადება

  1. წვრილად დაჭერით კარგად გარეცხილი გირჩები.

  2. შაქარი და წყალი აურიეთ და სიროფი ნელ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ ცხელი არ გახდება. 

  3. სხვა ჭურჭელი აიღეთ, ჩადგით მასში გირჩები და ცხელი სიროფი დაასხით. 

  4. გირჩებით სავსე ქვაბი ცეცხლზე შედგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, თავზე დაახურეთ და 4 საათით გააჩერეთ. 

  5. კიდევ ორჯერ მიიყვანეთ ადუღებამდე და კვლავ გაცივება აცადეთ. 

  6. ბოლო ადუღების დროს დუღილამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე ერთი საათით დატოვეთ.

  7. ახლა ჯემი მზადაა. თამამად ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. 




სიტყვაზე, გირჩები სწორად უნდა შეარჩიოთ. მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ რბილი მწვანე გირჩიდან, რომლის სიგრძეც 4 სმ-ს არ აღემატება. ისინი მაისის თვეში უნდა შეაგროვოთ. გახსოვდეთ, რომ გირჩის ფისი ხელებს სვრის, ამიტომ ხელთათმანები უნდა გეკეთოთ. უმჯობესია თუ შეარჩევთ წებოვანი ზედაპირით. 

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ დიდი რაოდენობით ჯემის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და თავის ტკივილი. მისი მიღება რეკომენდებულია არაა ორსულებსა და 60 წელს ზემოთ მოხუცებში. გამოყენების ნორმა პროფილაქტიკის მიზნით დღეში 2-4 სუფრის კოვზს შეადგენს. 



თუ სტატია ინფორმაციული და სასარგებლო იყო, თამამად გაუზიარეთ მეგობრებს. ასევე ფიჭვის გირჩის შესახებ მოსაზრებები გაგვიზიარეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.