» » » ყოველ სეზონზე ფიჭვის ახალგაზრდა გირჩებს ვაგროვებ და სამკურნალო ნაყენს ვამზადებ. გირჩევთ თქვენც.

ყოველ სეზონზე ფიჭვის ახალგაზრდა გირჩებს ვაგროვებ და სამკურნალო ნაყენს ვამზადებ. გირჩევთ თქვენც.

უკვე არაერთი წელია ყოველ სეზონზე ახალგაზრდა, ყვავილობის პროცესსში მყოფ გირჩებს ვაგროვებ და მათგან სამკურანლო ნაყენს ვამზადებ. თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ ნაყენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ დღევანდელ სტატიაში.

ახალგაზრდა გირჩების სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე

ფიჭვის ახალგაზრდა გირჩები მდიდარია ეთერზეთებით, ტანინებით, ფლავანოიდებით, ვიტამინებით და სხვადასხვა მიკრო და მაკროელემენტებით. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა მხოლოდ მწვანე, ახალგაზრდა გირჩები, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 4 სანტიმეტრს.



ახალგაზრდა გირჩებისგან დამზადებული ნაყენი ეფექტურად გამოდევნის ქვებს თირკმელებიდან და ნაღვლის ბუშტიდან. როგორც უკვე გითხარით, არაერთი წელია სეზონურად ამ ნაყენს ვიღებ და შესაბამისად, მოცემული პრობლემა აღარ მაწუხებს. გარდა კენჭების დაშლისა და გამოდევნისა, ფიჭვის ახალგაზრდა გირჩები მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რის ხარჯზეც მისი ნაყენი აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს. საუკეთესო პერიოდი მათ შესაგროვებლად 15 მაისიდან 25 ივნისამდეა.

ნაყენი ახალგაზრდა გირჩებისგან



ინგრედიენტები:
  • ახალგაზრდა გირჩები - 1 კგ;
  • შაქარი - 1 კგ;
  • წყალი - 2,5 ლ;

ინსტრუქცია:
  1. დაასხით გირჩებს წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. განაგრძეთ ხარშვა კიდევ ორი საათის განმავლობაში. გადმოდგით ნახარში ცეცხლიდან, მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და ამოკრიბეთ გირჩები. ქვაბში დარჩენილი ბლანტი კონსისტენციის მქონე სითხე კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 1,5 საათის განმავლობაში.

  2. საშუალო ზომის ქილაში მოათავსეთ ამოკრებილი გირჩები და დაასხით ხარშვის შედეგად მიღებული ქარვისფერი სიროფი. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური.

ხველის ან ბრონქიტის დროს მიიღეთ ნახარში 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე. პროფილაქტიკური მიზნებისთვის შეგიძლიათ გადაუსვათ სიროპი პირზე და მიირთვათ ჩაისთან ან ცხელ რძესთან ერთად.



რაც შეეხება თირკმელებში და ნაღვლის ბუშტში ფორმირებული კენჭების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ შემთხვევაში ნაყენის დამზადების ინსტრუქცია ოდნავ განსხვავებულია. ახალგაზრდა, ყველაზე პატარა გირჩებს დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ ისინი კარგად დაიფაროს. მოათავსეთ ნარევი ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.

გადმოდგით ცეცხლიდან, მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და გადაწურეთ. სიროფი, რომელიც დაგრჩებათ, უნდა მიიღოთ მესამედი ჩაის ჭიქის ოდენობით ყოველდღიურად ჭამის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა - 3 კვირა.

გახსოვდეთ, ყოველთვის თვითმკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისი თანხმობის შემთხვევაში სხვადასხვა ნაყენების მიღება. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.