» » » დიეტა, რომელიც აუცილებელია დაიცვათ არითმიის დროს...

დიეტა, რომელიც აუცილებელია დაიცვათ არითმიის დროს...

გულის რიტმის შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს მიკროელემენტების ნაკლებობით. ამიტომ არითმიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას რაც შეიძლება ხშირად მიირთვათ გულისათვის სასარგებლო, მისი რიტმის მომაწესრიგებელი მიკროელემენტებით მდიდარი უმი პროდუქტები. ამას განეკუთვნება კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი.

კალციუმი - რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ხაჭო, ყველი; გარდა ამისა თევზი და ზღვის პროდუქტები; თხილი, კაკალი და მარცვლები (განსაკუთრებით გოგრა და მზესუმზირა), ჭარხალი, კომბოსტო, სიმინდი, არტიშოკი.

მაგნიუმი - ქატო, საფუარი, წიწიბურა, კიტრი, მუხუდო, ლობიო, პარკოსან მცენარეთა პარკები, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ისპანახი, ავოკადო, იონჯას ყლორტები.

კალიუმი - შავი მოცხარი, ჩირები (განსაკუთრებით ჭერმის ჩირი, ქიშმიში, შავქლიავა), ბანანი, კარტოფილი, კომბოსტო, ოხრახუში, მზესუმზირა.

  • გარდა ამისა, აუცილებელია მარილის შეზღუდვა. ძირითადად იკვებეთ ფაფეულით, ხაჭოთი, თევზით. და რაც შეიძლება მეტი ხილი (განსაკუთრებით ვაშლი) და ბოსტნეული!

  • იხმარეთ საჭმელში ნორჩი ბოსტნეულის ფოთლებიც. ნუ დაგავიწყდებათ სტაფილო, თაფლი, ფოთოხალი, გარგარი და ატამი, ბალი და ალუბალი, აგრეთვე წითელი მოცვი, შტოში, პიტნა და ნიახური, ძალიან კარგია ლეღვი ნებისმიერი სახით.

  • სისხლში კალიუმის შემადგენლობის ამაღლებისათვის სასარგებლოა ვაშლის ძმრის სმა დღეში სამჯერ 2-2 ჩაის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე. 1 ჭიქა წყალში უნდა გახსნათ 2 ჩაის კოვზი ძმარი და დაამატოთ ამდენივე თაფლი.

თუ ყველაფერთან ერთად ზედმეტი წონაც გაქვთ, აუცილებელია განტვირთვის დღეების მოწყობა. იქნება ეს ვაშლის, ხაჭოს, კეფირის.
აღარაფერს ვამბობთ სუფთა ჰაერზე და ვარჯიშზე, დოზირებულ დატვირთვაზე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.