» » » "მალთაშუა დისკების თიაქარი წამლებისა და ოპერაციის გარეშე მოვირჩინე. გირჩევთ თქვენც".

"მალთაშუა დისკების თიაქარი წამლებისა და ოპერაციის გარეშე მოვირჩინე. გირჩევთ თქვენც".

მალთაშუა დისკების თიაქარი - საკმაოდ გავრცელებული პრობლემა 21-ე საუკუნეში, რაც უმეტეს შემთხვევაში ცხოვრების თანამედროვე სტილითაა განპირობებული (დიდი ხნით კომპიუტერის წინ ჯდომა, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი, ზედმეტი დატვირთვა, წარსულში მიღებული ტრავმები და ა.შ.).

რას წარმოადგენს და რა ფუნქცია აკისრია მალებს შორის არსებულ დისკებს? ისინი ასრულებს "ამორტიზატორების" როლს და სწორედ მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოქნილი და ელასტიური იქნება ხერხემალი. მყარი გარსი (ფიბროზული რგოლი) და ბლანტი კონსისტენციის მქონე გელისებური მასა, პულპოზური მირთვი - აი რისგან შედგება თითოეული დისკი. როდესაც დისკი იხევა ან მას ბზარი უჩნდება, ხერხემლის ტივის არხში გადმოიღვრება პულპოზური ბირთვი, დისკი იპრესება, მალები ერთმანეთზე ჯდება და ისრისება ნერვული დაბოლოებები, რასაც ძლიერ ტკივილებამდე მივყავართ. სწორედ ასე ფორმირდება მალთაშუა დისკების თიაქარი.



შამილ ალიაუტდინოვი, დღევანდელი ჩვენი სტატიის მთავარი გმირი, 30 წლის ასაკში სწორედ ამ პრობლებას წააწყდა. მან ხელების ჩამოშვების ნაცვლად, სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით შექმნა უნიკალური ვარჯიშების კომპლექსი, რომელთა დახმარებით პრობლემას ოპერაციის გარეშე გაუმკლავდა. ექიმების საკმაოდ დიდი ნაწილი შამილ ალიაუტდინოვის თვითმკურნალობის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი და ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად ხეიბრად იქცეოდა.



მიუხედავად ექიმების დამოკიდებულებისა, ამ ადამიანმა სრულად შეძლო დამოუკიდებლად ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის განკურნება, რაშიც საკმაოდ მარტივად შესასრულებელი ვარჯიშების კომპლექსი დაეხმარა. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სწორედ ამ ვარჯიშების შესრულების ტექნიკას ვიდეოს სახით.

ვარჯიშები ხერხემლისთვის



მალთაშუა დისკების თიაქრის დასამარცხებლად არსებობს ორი გზა: ქირურგიული ჩარევა ან სპეციალური ვარჯიშები. ხერხემლის აგებულების ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესწავლის შედეგად, შამილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უკეთესი მეორე ვარიანტის არჩევა იქნებოდა.



უყურეთ ვიდეორგოლს, რომლის გმირიც გვიყვება და გვიჩვენებს, თუ როგორ მოახერხა მან საკუთარი თავის განკურნება ამ მზაკვრული დაავადებისგან და რა ვარჯიშებს ასრულებდა ის რეგულარულად.



მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის მეთოდიკას ძალიან ბევრი ადამიანი ემადლიერება და მის ეფექტურობაში ეჭვრი არავის შეაქვს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხერხემლის დაავადებებთან ხუმრობა არ ღირს და თვითმკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

გახსოვდეთ, მოქნილი ხერხემალი - ჯანმრთელობისა და სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია! ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამსოადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რათა მათაც იცოდნენ ამ მარტივი ტექნიკის არსებობის შესახებ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.