» » » მინდა გაგიზიაროთ ის ხალხური საშუალებები, რომლის დახმარებითაც უძილობა დავამარცხე

მინდა გაგიზიაროთ ის ხალხური საშუალებები, რომლის დახმარებითაც უძილობა დავამარცხე

რამდენიმე წლის წინ დამეწყო კლიმაქსური მოვლენები. სხვა სიმტპტომებთან ერთად დამჩემდა უძილობაც. დავიწყე საძილე საშუალებების სმა, მაგრამ მეორე დღეს გაბრუებული ვიყავი და ვეღარაფერს ვაკეთებდი, ამიტომ გადავწყვიტე, ბუნებრივი საშუალება მეცადა. ნივრის სასარგებლო თვისებებზე ბევრი რამ არის ცნობილი. ამ მცენარეს უძილობასთან ბრძოლის უნარიც ჰქონია.

  • აიღეთ 70 გრამი ნიორი, დანაყეთ, დაამატეთ 5 ცალი ლიმონის წვენი, ქილას თავი ორფა დოლბანდით მოუკარით და სიგრილეში დადგით. ერთი დღე-ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა. პარალელურად 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ არყის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და მთელი დღე გააჩერეთ. საღამოს გადაწურეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის ნაყენი. მიიღეთ ძილის წინ. ნაყენი შეინახეთ მაცივარში, დოლბანდით პირმოკრული ქილით.

  • ძილის წინ მიირთვით 1-2 თავი ხახვი.

  • უძილობის დროს თავი დაიბანეთ შავბალახას ნაყენით: 1 მუჭა ბალახს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1-1,5 სთ.

  • ძილის წინ დალიეთ 2 ჩ/ჭ თხის რძე.

  • სწრაფად დასაძინებლად ბამბის ტამპონები დაასველეთ ოდეკოლონში (სუნამოში, ბორის სპირტში, სპირტზე მომზადებულ ლოსიონში) და მოათავსეთ ყურებში.

  • მთვარეულს საწოლთან დაუფინეთ სველი ნოხი, როგორც კი მთვარეული საწოლიდან ადგება და სველ ნოხს ფეხს დააბიჯებს, მაშინვე დაბრუნდება საწოლში. თუ მთვარეული დიდი ხანია ავადაა, სველი ნოხი საკმარისი არ იქნება. ამ შემთხვევაში, ავადმყოფმა უნდა დაიძინოს ოთახში, სადაც ფანჯრები არ იღება. გასასვლელ კართან - შიგნიდან და გარედან უნდა დაასხათ ცოტაოდენი წყალი და დააფინოთ შავი გადასაფარებელი.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.