» » » კლიმაქსის სამკურნალოდ გადავწყვიტე ხალხური მეთოდები მეცადა, შედეგმა ნამდვილად გაამართლა...

კლიმაქსის სამკურნალოდ გადავწყვიტე ხალხური მეთოდები მეცადა, შედეგმა ნამდვილად გაამართლა...

ახალგაზროდბაში გამეგონა, კლიმაქსი მამაკაცებში გაცილებით რთულად და მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე ქალებშიო. მართლა ასე ყოფილა - საკუთარ თავზე გამოვცადე. დამამშვიდებელი პრეპარატების სმით დაღლილმა, გადავწყვიტე ხალხური მეთოდები მეცადა და ბოლოს მივაგენი კიდეც რამდენიმე რეცეპტს:

  • იღებენ 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, 30 წუთით აყენებენ, წურავენ. იღებენ 1 ჩაის ჭიქას დილით, უზმოზე.

  • კარგია კუნელის ყვავილების სპირტიანი ნაყენიც - უნდა დალიოთ 40 წვეთი, გაზავებული ცოტაოდენ წყლით, დღეში 3-ჯერ.



  • მეგობარმა ასეთი რამ მასწავლა: აიღეთ 40-50 გრამი ჟენ-შენის ფესვი და დაასხით მდუღარე წყალი. 3-4 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ფესვი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5 ლ 40% - იანი სპირტი და დადგით სიბნელეში 3 კვირით. მიიღეთ 10 მლ დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, არაფერი დააყოლოთ.
    მკურნალობის კურსი 90 დღეა, ორი ათდღიანი შესვენებით. სასურველია, კურსი 1 წლის შემდეგაც გაიმეოროთ.

  • დღეში სამჯერ მიიღეთ ასეთი ნარევი: კატაბალახას წვეთები - 20 მლ, კუნელის ყვავილების ნახარში - 20 მლ, პიტნის წვეთები - 15 მლ.

    კლიმაქსის დროს დაბალ წნევს უხდება:
  • აიღეთ 50 გრამი ყავის მარცვალი, დაფქვით, დაამატეთ ნახევარი კილო თაფლი და ერთი ცალი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ჭამიდან ორი საათის შემდეგ. ნარევი მოათავსეთ თავდახურულ მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში.

    კლიმაქსის დროს სალბის ჩაიც მიიღეთ
  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი სალბის წვრილად დაჭრილი ფოთოლი, დაასხით 250 გრამი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავახური და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ძილის წინ 2 ჩაის ჭიქა.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.