ათეროსკლეროზი ერთ-ერთი იმ დაავადებათაგანია, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, თუმცა არსებობს უამრავი რეცეპტი, რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლას გაგიადვილებთ. მეც მაქვს საიდუმლო რეცეპტები და მინდა, თქვენს ერთგულს მკითხველსაც გავანდო.
- ყოველ წელიწადს მოუთმენლად ველი ბაბუაწვერას სეზონს. საქმე ის არის, რომ ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბაბუაწვერას ახალგამოწურული წვენი. უნდა მიიღოთ მთელი სეზონის განმავლობაში, 50 მლ დღეში 4-ჯერ, აუცილებლად ბრინჯის ახალმომზადებულ ნახარშთან ერთად, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ერთი შეხედვით, მკურნალობა დამღლელია, რადგან ყველაფერი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ: ფესვები და ფოთლები გარეცხოთ, გააშროთ, გამოწუროთ წვენი. ამავე დროს უნდა მოხარშოთ ბრინჯიც და ასე - დღეში 4-ჯერ მთელი სეზონი, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ეფექტური საშუალებაა. მისი წყალობით დაგიბრუნდებათ ნათელი გონება და არაჩვეულებრივი მეხსიერება, ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, განურჩევლად თქვენი ასაკისა.
- აიღეთ ნივრის რამდენიმე კბილი, გაფცქვენით, დანაყეთ ან წვრილად დაკეპეთ, 2 ჩაის კოვზს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ფითრის წვრილად დაკეპილი ფოთოლი და ამდენივე კუნელის ყვავილი. ამ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დილამდე დააყენეთ. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
- კუნელის ნაყოფი წვრილად დაჭერით ან დანაყეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა სპირტი, გააჩერეთ 5 კვირა, გადაწურეთ, 1/4 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი და მიიღეთ საღამოს, ძილის წინ.