თუმცა დღეს მებაღეები ჩივიან, რომ მოსავალი ისეთი კარგი არაა, როგორც წინათ და რომ ახლა მარწყვს თავს რამდენიმე სახის დაავადება შეეყარა.
ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ, რომ მარწყვი დაჭკნა, ფოთლები მოკრუნჩხულია, შეჭმული ან ობობას ქსელში გახვეულია.
ნაყოფი კი ჩამუქებული და მოღუნულია და უცნაური ლაქებით არის დაფარული. რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი და დავიცვათ მავნებლებისგან?
მარწყვის დამუშავება დაავადებისა და მავნებლებისგან
რეცეპტი, თუ როგორ ტარდება გაზაფხულზე მარწყვის მავნებლებისგან დამუშავება უამრავი არსებობს და ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.
"რჩევების" რედაქცია გთავაზობთ ძლიერი ნარევის რეცეპტს მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ერთ-ერთმა მკითხველმა გაგვიზიარა.
ინგრედიენტები
- 1 ჩ/კ იოდი
- 0.5 ჩ/კ ბორის მჟავა
- 2 ს/კ არყის ღერო
- 2 ს/კ ნიშადურის სპირტი
- 1 ჩ/კ ნაძვის ზეთი
- 200 მლ სარეცხი საპნის კონცენტრირებული ხსნარი
მომზადება
- თავიდან 10 ლიტრა წყლის მოცულობის ვედროში სამუშაო ხსნარს ვამზადებთ, რომელსაც ბოლოს წყალს დავუმატებთ.
- ჩაასხით ვედროში 1 ჩ/კ იოდი.
- დაუმატეთ ბორის მჟავა და არყის ღერო.
- შემდეგი ინგრედიენტებია 2 ს/კ ნიშადურის სპირტი და 1 ჩ/კ ნაძვის ზეთი.
- ბოლოს დაუმატეთ საპონი და კარგად აურიეთ. სამუშაო ხსნარი მზადაა.
- ახლა შეგიძლიათ დაუმატოთ შესასხურებელ ბოთლს. 10 ლ წყალში ნახევარ ლიტრა სამუშაო ხსნარს ვხსნით.
ვარდი, ვაშლი, ქლიავი, ატამი, ალუბალი, ჟოლოც შეიძლება ამ ხსნარით დაამუშაოთ. ისინი მადლობას ისეთი კარგი მოსავლით გადაგიხდიან, რომელიც არასდროს გინახავთ.
ვაშლი, მსხალი და ქლიავი თავისი წვნიანი ნაყოფით ჭიების და გაფუჭების გარეშე გაგახარებენ. ზოგადად, ხსნარით დამუშავება არა მხოლოდ მარწყვს არამედ მთელ ბაღს გადაარჩენს, ამიტომ ყველას გირჩევთ.
თითოეული მებაღე, ვისაც თავისი ნამუშევარი უყვარს, ყველაფრისთვის მზადაა, რომ ჯანმრთელი და ლამაზი მცენარე მიიღოს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გარეშე. ჩვენ თქვენთვის წლების მიერ გამოცდილი ნატურალური ხსნარი შევარჩიეთ მავნებლების წინააღმდეგ.