» » » 1 წვეთი იოდი და თქვენს ბაღს ვეღარ იცნობთ! გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ.

1 წვეთი იოდი და თქვენს ბაღს ვეღარ იცნობთ! გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ.

როგორც აღმოჩნდა, იოდი არა მარტო დაზიანებულ მუხლებს არჩენს, არამედ მოსავალს მავნებლებისგან ათავისუფლებს. მას შეუძლია მცენარეს მოაშოროს ფიტოფტოროზი და ნაცროვანი სოკო, დაიცვას ფესვების და ნაყოფის ლპობისგან, გამოკვებოს ნერგი და გაზარდოს მოსავალი.  "რჩევების" რედაქცია მცენარისთვის იოდის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ და ასევე აგარაკზე მისი გამოყენების ყველაზე პოპულარულ ხალხურ მეთოდებს. 

იოდი მცენარეებისთვის

მცენარის სიცოცხლისუნარიანობაში იოდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალურ მოძრაობაში. ის მონაწილეობას ღებულობს ინდივიდუალური ამინომჟავებისა და ცილების სინთეზში (შედის მათი შემადგენლობაში), არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, მონაწილეობს სუნთქვის, ფოტოსინთეზისა და აზოტის მეტაბოლიზმში.



ეს მიკროელემენტი აქტიურია სოკოს, ვირუსების და ბაქტერიების უმეტესობის წინააღმდეგ - განსაკუთრებით ეფექტურია ფიტოფტოროზთან, სხვადასხვა მავნებელთან და ნაცროვანი სოკოს წინააღმდეგ. ასევე იოდი აუცილებელია მცენარის ნორმალური განვითარებისთვის, ბუტონიზაციისა და ნაყოფის გამოღებისთვის. 

მცენარეში იოდის ნაკლებობამ შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიმართ მათი წინააღმდეგობა შეასუსტოს. იოდის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს მისი არასაკმარისი შემადგენლობა ნიადაგში (განსაკუთრებით ეს ეხება ტორფის და ფოთლოვან ნიადაგს, მსუბუქ ქვიშიანს, ასევე სუბსტრატს ორგანულის დეფიციტით).

იოდისთვის არასასურველია ზედმეტად მჟავე ნიადაგი - მათში იოდი მყისიერად ქვედა ფენებში მიდის და მცენარისთვის ხელმიუწვდომელი ხდება. ყველაზე ბუნებრივია იოდი შავ ნიადაგში, დაბლობსა და განსაკუთრებით სანაპირო ზოლში. 



ვიზუალურად იმის დადგენა აკლია თუ არა მცენარეს ეს მიკროელემენტი საკმაოდ რთულია, რადგან მისი უკმარისობის ნიშნები საკმაოდ ზედაპირულია, ზოგიერთი კი სხვადასხვა დაავადებების, მავნებლების ქმედებას ემთხვევა. ამიტომ რეკომენდებულია, როგორც მინიმუმ იოდის ხსნარით პრევენციის ღონისძიების ჩატარება. ეს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.


სასუქის ნერგი იოდის ხსნარით

ნერგის იოდით მორწყვა მის სწრაფ და მეგობრულ ზრდას უწყობს ხეს. განვითარების ადრეულ ეტაპზე ამ მიკროელემენტის გამოყენება უარყოფითი გარემო ფაქტორების და სხვადასხვა დაავადების მიმართ მცენარის მაღალი მდგრადობის გარანტიაა.  



იოდის ხსნარით გამოკვება მიღებულია პომიდვრის, წიწაკას, კიტრის, ბადრიჯნის, კომბოსტოს ჩითილებში. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად 1 წვეთი იოდი 3 ლიტრ წყალში გახსენით. კარგად აურიეთ და მორწყეთ მცენარე. მცენარის იოდით გასამდიდრებლად ასეთი მორწყვა საკმარისი იქნება. 

რედაქციის რჩევა

იოდის სპირტიან ხსნარს თუნდაც ასეთი მცირე რაოდენობით შეუძლია მცენარის დაწვა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მცენარის. სწორედ ამიტომ იოდით მანიპულაციის დროს ყურადღება მიაქციეთ რომ ხსნარი არ მოხვდეს ძირს და ფოთლებს. თუ ეს სპრეი, დოზა კარგად დაიცავით. 


იოდი ფიტოფტოროზის წინააღმდეგ

ბოსტნეულის კულტურის საშიში დაავადება არის ფიტოფტოროზი. სოკო, რომელიც დაავადებას იწვევს, მცენარეში ფესვიდან, სარეველადან და გადამუშავების დროს ხვდება. 



განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან პომიდორი და კარტოფილი ცივ ამინდში. მცენარის შეფუთვაც კი ფიტოფტოროზისგან არ იცავს. იტანჯება არა მხოლოდ ფოთოლი, არამედ ნაყოფი და ფესვიც. 

პირველი ნიშნები პომიდორზე არის ფოთლებზე გაჩენილი ყავისფერი ლაქები საპირისპირო მხარეს. თანდათანობით ფოთოლი შეიძლება გაყვითლდეს და პათოგენის გავლენის ქვეშ გამოშრეს. პომიდვრის დასაცავად შეგიძლიათ იოდის ხსნარი გამოიყენოთ. 



ზუსტად სამი კვირის შემდეგ, თავების გამოჩენის შემდეგ ახალგაზრდა მცენარე ფრთხილად მორწყეთ 15 წვეთი იოდის, 10 ლ წყალის და 1 ლ უცხიმო რძის ნარევში. ასეთი მკურნალობა შეგიძლიათ 2-3 ჯერ გამოიყენოთ 2 კვირიანი შუალედით. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.