» » » ბრონქული ასთმის და ხველის სამკურნალო რეცეპტები ბებიას ჩანაწერებიდან...

ბრონქული ასთმის და ხველის სამკურნალო რეცეპტები ბებიას ჩანაწერებიდან...

ბებიაჩემს ახალგაზრდობაში ერთ რვეულში თითქმის ყველა დაავადების სამკურნალო რეცეპტის თავმოყრა დაუწყია. მინდა, ჩვენი საოჯახო კრებულიდან რამდენიმე წამლის მომზადება თქვენს მკითველსაც ვასწალო.

  • 1 კგ ახალ თაფლს დაამატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 1 კგ ჟოლო და სამწლიანი ალოეს ფოთოლი. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. სამ დღეში წამალი მზად იქნება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სხვათა შორის, გემრიელია და ბავშვებსაც კი ძალიან მოსწონთ.

  • აურიეთ ერთმანეთში გახეხილი ვაშლი, ხახვი და ნახევარი ჭიქა თაფლი, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

  • ხველის დროს ასევე ძალიან სასარგებლოა წინდებში ჩაყრილი მშრალი მდგოვი. ასეთი წინდები უნდა ამოიცვათ წინდიან ფეხებზე. ფეხები მთელი დღე სითბოში გექნებათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცებსა და ბავშვებისთვის.

  • ნაძვის გირჩა შეაგროვეთ 15 მაისიდან 15 ივნისამდე. 50-60 ცალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ორი ლიტრი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ ორი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამის შემდეგ გირჩები ამოიღეთ, ნახარში გააცივეთ, დაუმატეთ 2 კგ შაქარი და კიდევ საათ-ნახევარი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე გამოჯანმრთელებამდე.

  • აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი, 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ნარევი დღეში რამდენიმეჯერ.

  • 1 ჩაის კოვზ ნიახურის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი გააჩერეთ ორთქლის აბაზანაში, გადაწურეთ და მიიღეთ საათში ერთხელ 2 სუფრის კოვზი.

  • აიღეთ ძირტკბილას ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე და დღეში 3-ჯერ მიიღეთ. მკურნალობის კურსი 3-4 დღეა. თუ არ დაიზარებთ, შესამჩნევ შვებას იგრძნობთ.
    მან, ვისაც დიაბეტი ან ჰიპერტონიული დააავადება აქვს, ძირტკბილას ნაყენის მიღებამდე ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროს, რადგან ეს მცენარე წნევის მატებას უწყობს ხელს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.