» » » რევმატიზმის, პოლიართრიტის, ნიკრისის ქარის სამკურნალო მცენარის ნაყენი და მალამო

რევმატიზმის, პოლიართრიტის, ნიკრისის ქარის სამკურნალო მცენარის ნაყენი და მალამო

ქართლში თეთრ ნერგს ეძახიან, ქვემო იმერეთში - სკვილენჯის, სპილენძის, აჭარაში - ყავაღის.
ოფი საკმაოდ მაღალი, 20-30 მ -მდე ხეა, ქერქი ნაცრისფერი აქვს, ფოთლები მომრგვალებული, სამკუთხედი ან რომბული, ბოლო წვეტიანი, კიდეები ხერხისებურადაა დაკბილული. ქვემოდან ბაცია, ზემოდან მუქი მწვანე, ყვავილობს მარტ-აპრილში შეფოთვლამდე, დამტვერიანება ხდება ქარის საშუალებით. თესლი მაის-ივნისში მწიფდება, მრავლდება ფესვამონაყარით და თესლით, საკმაოდ სწრაფად იზრდება. გავრცელებულია მდინარისპირა ჭალებში. გვხვდება მთიან ადგილებშიც ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. სინათლის მოყვარული და ყინვაგამძლეა.

სამკურნალოდ გამოიყენება ოფის კვირტები, რომელიც უნდა შეგროვდეს ყვავილობის დაწყებამდე აღმავალი მთვარის დროს.
მცენარე ტანინების შემცველია.

ტრადიციული მედიცინა სამკურნალო იყენებს რევმატიზმის, პოლიართრიტის, ნიკრისის ქარის საწინააღმდეგოდ და სიცხის დამწევად. კვირტებს აქვს ანტისეპტიკური თვისება, ხსნის ნერვული სტრესით გამოწვეულ კუჭ-ნაწლავის ტკივილს, გულძმარვას. ეფექტურია ბრონქიალური ასთმის შემთხვევაში და როგორც ამოსახველებელი საშუალება.

დამზადების წესი:
ორი ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ მშრალ კვირტებს ასხამენ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 15 წუთს და წურავენ 3 ფენა მარლაში.

მიღება: ერთი დღე-ღამის განმავლობაში მცირე რაოდენობით.

გარეგანად გამოიყენება მალამოს სახით.
მალამოს მომზადების წესი:
წილ ოფის კვირტებს ურევენ 8 წილ უმარილო ღორის ქონში. აჩერებენ ერთ ღამეს. მეორე დღეს ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში, წურავენ და ასხამენ მინის ქილაში. გამოიყენება გარეგანად, საჭიროების შემთხვევაში.

უკუჩვენება: ცნობილი არ არის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.