» » » გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტები

გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტები

გრიპი და გაციება, როგორც წესი, ყელის ტკივილით მეწყება, რომელიც ხშირად მიხანგრძლივდება. ქიმიურს მცენარეული წამლები მირჩევნია და ყელის ტკივილსაც ჭარხლის წვენით ვმკურნალობ.

  • ჭარხალი გახეხეთ წვრილ სახეხზე და გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა წვენი. ჩაასხით მასში 1 სუფრის კოვზი ძმარი. ეს ხსნარი გამოივლეთ ყელში დღეში 5-6-ჯერ, ვიდრე ყელის ტკივილი არ გაგივლით.

    ოფლის მოსადენად
  • აიღეთ ორი წითელი ვირისტერფა, ერთი წილი ცაცხვის ყვავილი და ერთი წილი თავშავა, ჩაისავით დააყენეთ და მიიღეთ ძილის წინ.

  • სამ სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით ადუღებული წყალი და 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 20 წუთით დააყენეთ, გაწურეთ, დაამატეთ თაფლი, ლიმონის წვენი და მიიღეთ ცხელ-ცხელი ძილის წინ.

    დასაზელად
  • 0,5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ჩაასხით 40-50 გრამი 10%-იანი ნიშადურის სპირტი. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი და მასში და გახსენით 10 გრამი ქაფურის სპირტი. ამის შემდეგ ორივე ნარევი შეაერთეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რათა წარმოქმნილი ფიფქები დაიშალოს. ამ ნარევით დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი.
    შეიძლება ამ მიქსტურის დალევაც: წლამდე ასაკის ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ 1 წვეთი, გახსნილი 1 სუფრის კოვზ წყალში, ერთ წელს გადაცილებულს ერთი ჭიქა წყალში ვუწვეთებთ იმდენ წვეთს, რამდენი წლისაც არის, ხოლო მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი მიქსტურა.

  • ჟოლოს ტოტები წვრილად დაჭერით, 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთს, დააყენეთ 1,5 საათით. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.