» » » სახის კანის დამარბილებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალებები

სახის კანის დამარბილებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალებები

ხალხურ მედიცინასა და გამოთქმებში ამ საშუალებას უწოდებენ კიტრის წყალს. კიტრის წყალი ითვლება სახის კანის დამარბილებელ საუკეთესო საშუალებად.

  • დავჭრათ კიტრი პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ბოთლში და შევავსოთ სუფთა არაყით ან გაზავებული სამედიცინო სპირტით. დავდგათ მზეზე არანაკლებ 2 კვირისა. ამის შემდეგ კიტრის წყალი მზადაა. ის გამოიყენება გაუზავებლად, დავასველოთ პირსახოცი და შევიზილოთ სახეზე. კიტრის წყალი ითვლება სახის კანის დამარბილებელ საუკეთესო საშუალებად.

  • დავაყენოთ ცაცხვის ყვავილის 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. დავამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. შევიზილოთ სახეზე და კისერზე 15 წთ ეს პროცედურა გავიმეოროთ მეორე დღეს.

    სახის ნიღაბი:
    სახის კანის დამარბილებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალებები

  • ავიღოთ ერთი უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთს და წავისვათ სახეზე. გავაჩეროთ არანაკლებ 2 სთ-სა, შემდეგ ჩამოვიბანოთ; სახე გამოცოცხლდება და გაიშლება ნაოჭები. დარჩენილი მასა შეიძლება შევინახოთ რამდენიმე დღე მაცივარში. ნიღაბი შეიძლება გავიმეოროთ 2-3-ჯერ კვირაში. კანის კვებისათვის ძალიან სასაგრებლოა შევიზილოთ სახეზე რამდენიმე წუთით სხვადასხვა ხილის წვენები, რძე, არაჟანი, კარაქი და საერთოდ აუცილებელია კანის კვება. რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა ჩამოვიბანოთ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.