» » » როგორ ვაჯობოთ "ნაწლავურ გრიპს" შინაურული და მარტივი პროცედურით

როგორ ვაჯობოთ "ნაწლავურ გრიპს" შინაურული და მარტივი პროცედურით

ბოლო ხანს რით აღარ გვაშინებენ: ეს - ფრინველის გრიპიო, ეს - ღორისაო, ახლა კი მათ ნაწლავთა გრიპიც დაერთო. ენტეროვირუსული ინფექცია ზაფხულის თანმდევი დაავადებაა. თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ზოგჯერ - ტემპერატურის მომატებაც. ყველაზე საშიში ამ დროს ორგანიზმის გაუწყლოებაა. სწორედ ორგანიზმის სითხისგან დაცლა უქმნის ადამიანის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს. მე გაუწყლოებას მარილიანი წყლით ვებრძვი, რომელშიც ნაყენს ვურევ. შტოშის ნაყენი იმდენად მჟავეა, რომ მასში ნაწლავის ჩხირი კი არა, ქოლერის გამომწვევებიც კი იღუპებიან.



  • აიღეთ 1 ჭიქა კარგად გარეცხილი შტოში და კარგად გაჭყლიტეთ. დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი, ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული წყალი და კარგად აურიეთ. ნაყენი მზადაა. გაწურეთ, თუმცა შეგიძლიათ, გაუწურავადაც მიიღოთ.
    შაქარი არ დაამატოთ. თუ იმდენად მჟავე მოგეჩვენათ, რომ დალევა ვერ შეძელით, შეგიძლიათ დაატკბოთ ძალიან ცოტა თაფლით. მარილიანი წყალი, უპირველეს ყოვლისა, ნაწლავის საუკეთესო მადეზინფიცირებელია, გარდა ამისა, შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებს - სწორედ მათ, რომლებიც ასეთ დროს ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება.

  • მარილიანი წყლის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ სუფრის მარილს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ოდნავ შეანჯღრიეთ. როგორც კი ნაწლავური გრიპისთვის დამახასიათებელი პირველი ნიშნები იჩენს თავს, მაშინვე დალიეთ მარილიანი წყალი, რომელშიც 1 ჩაის კოვზ შტოშის ნაყენს გაურევთ. ასეთი კოქტეილის მიღება შეგიძლიათ დღეში 3-4-ჯერ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.