» » » წელიწადში ორჯერ ციროზის საწინააღმდეგო ფიტოთერაპიას ვიტარებ.

წელიწადში ორჯერ ციროზის საწინააღმდეგო ფიტოთერაპიას ვიტარებ.

მამაჩემი ციროზით გარდაიცვალა. გამიგონია, რომ ეს დაავადება უმთავრესად ალკოჰოლიანი სასმელების მოყვარულებს ემართებათ, არადა, მამაჩემზე, მსმელი კაციაო, ვერავინ იტყოდა. მე, მისგან განსხვავებით, სასმელზე უარს არასოდეს ვამბობდი. ალბათ, გენეტიკამაც შემიწყო ხელი და 46 წლისას ღვიძლის გადაგვარების პირველი ნიშნებიც გამომაჩნდა. ქალიშვილი ექიმია, დროულად მიმკურნალეს და, შეიძლება ითქვას, სიკვდილს ხელიდან გამომტაცეს. დღეს სასმელს ახლოსაც არ ვეკარები, წელიწადში ორჯერ კი ციროზის საწინააღმდეგო ფიტოთერაპიას ვიტარებ. საქართველო ღვინის ქვეყანაა, ამიტომ ჩვენში ალკოჰოლური ჰეპატიტით დაავადებულიც ბევრია. სწორედ მათთვის გთავაზობთ ამ რეცეპტებს, რომლებიც მედიკამენტური თერაპიის დასრულების შემდეგ წელიწადში ორჯერ, პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩატარდეს. ამოარჩიეთ, რომელიც გსურთ:



  • აიღეთ თანაბარი ოდენობის (25-25 გრამი ) შვიტა, კრაზანა, ვარდკაჭაჭა და ფარსმანდუკი, დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა წყალი და 20 წუთს გააჩერეთ, შემდეგ 10-15 წუთს ადუღეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

  • აიღეთ ქალის რძე და შეურიეთ ცოტაოდენი პურის ფქვილი, რომ მიიღოთ თხელი, სუსპენზიის მაგვარი მასა. სვით ყოველ დილით, უზმოზე, თითო სუფრის კოვზი და ამდენივე - საღამოობით, მშიერ კუჭზე.

  • აიღეთ ვარდკაჭაჭას ფესვი და ღერო, დააქუცმაცეთ, 2 სადილის კოვზს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ და გადაწურეთ, დაამატეთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ჩაის კოვზი ძმარი. მიიღეთ თითო ყავის ჭიქა სადილამდე 1 საათით ადრე 1 კვირის განმავლობაში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.