» » » ფიტოთერაპია გვთავაზობს სტენოკარდიის მკურნალობის საკმაოდ მრავალფეროვან სპექტრს

ფიტოთერაპია გვთავაზობს სტენოკარდიის მკურნალობის საკმაოდ მრავალფეროვან სპექტრს

ეს ხომ ამოუწურავი სიკეთის წყაროა - უფლის მიერ ბოძებული უნიკალური შესაძლებლობები ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ჩვენი ქვეყნის მადლით შემოსილი ფლორა ხომ სავსეა უნიკალური სამკურნალო მცენარეებით, რომელთა სწორ და მიზანმიმართულ გამოყენებას ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა შეუძლია როგორც ადამყოფობის პროფილაქტიკაში, ასევე მაშინ, როდესაც სნეულება უკვე სახეზეა და როდესაც ჩვენი კეთილი ნება კი არა, უკვე იძულება მოგვაბრუნებს პირით პრობლემისკენ.

  • შეუცვლელი საშუალება სტენოკარდიის მკურნალობაში, უპირველესად ეს არის შავბალახას ნაყენი სპირტზე. იგი აწყნარებს ნერვულ სისტემას, ანელებს რიტს, ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ძალას, დაბლა სწევს წნევას.

  • სტენოკარდიის დროს, რომელსაც არტერიული ჰიპერტენზია ახლავს თან, რეკომენდებულია კამის ნაყენი. ეს გემრიელი, ძველთაგან ცნობილი საშუალებაა სპაზმების, მაღალი წნევისა და გულის ტკივილების დროს.
    კამა ამშვიდებს, აქვს ჰოპოტენზიური (წნევის დამწევი), შარდმდენი და სპაზმოლიზური მოქმედება. 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით 1 სუფრის კოვზ გამხმარ კამას, დააყენეთ 20 წუთი და გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • 3 თავი ნიორი (დაჭყლეტილი), 5 გახეხილი ლიმონი, 0,5 კგ თაფლი ერთმანეთში აურიეთ და დადგით 1 კვირა თავდახურული ჭურჭლით. მიიღეთ 4-4 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
    იმისათვის, რომ გასუფთავდეს სისხლძარღვები, გაძლიერდეს და ამით დავეხმაროთ გულს. კურსი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ერთი თვისა.

  • შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ადონისი და სამყურა. 100 გრამ ნარევს დაასხით 1 ლიტრი არაყი და დადგით ბნელ ადგილას 21 დღე და გაწურეთ.
    სვით 20-20 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.