» » » თუ თქვენ თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები ან უძილობა გაწუხებთ, მიირთვით უზმოზე ეს ნარევი.

თუ თქვენ თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები ან უძილობა გაწუხებთ, მიირთვით უზმოზე ეს ნარევი.

ისეთ პრობლემებს, როგორიც თმის ცვენა და მტვრევადი ფრჩხილებია, როგორც წესი, ქალბატონების უმრავლესობა გარეგანი გამოყენების საშუალებებით ებრძვის: ნიღბები, ზეთები, სააფთიაქო ლოსიონები, სპეციალური ნაყენები და ა.შ. სამწუხაროდ, აბსოლიტურად ყველა ეს მეთოდი ხანმოკლე კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ვდგებით ამ ორი უსიამოვნო მოვლენის წინაშე.



იქამდე, სანამ სტატიაში წარმოდგენილი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გავერკვიოთ მათ გამომწვევ მიზეზებში. ყველაზე ხშირად თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და ძილის რეჟიმის დარღვევაც კი პირდაპირკავშირშია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევასთან. სწორედ ეს ენდოკრინული ჯირკვალია პასუხისმგებელი ისეთ მნიშვნელოვან ჰორმონებზე, როგორიც სტეროიდები და ადრენალინია.



დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ერთი გასაოცარი საშუალება, რომელიც ძალზედ ეფექტურია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირების დასარეგულირებლად, მის გასაჯანსაღებლად და ამ გზით, მრავალი კოსმეტიკური პრობლემის აღმოსაფხვრელად. თქვენი თმა, ფრჩხილები და კანი ხანმოკლე დროში გაჯანსაღდება, თუ მოცემულ საშუალებას რეგულარულად მიიღებთ.

საშუალება თმის ცვენი წინააღმდეგ

ინრედიენტები:
  • 500 მლ ნატურალური თაფლი;
  • 30 გრამი ოხრახუშის გამომშრალი ფოთლები;
  • 200 გრამი ბრაზილიული ან ბერძნული კაკალი;
  • 100 გრამი ქიშმიში;
  • 20 გრამი დაფქული ჯანჯაფილი.

მომზადება:
  1. მოათავსეთ ბლენდერში ოხრახუშის გამომშრალი ფოთლები, კაკალი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.



  2. დაამატეთ ქიშმიში, დაფქული ჯანჯაფილი და თაფლი. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.



  3. მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.



  4. კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ მიიღეთ ეს საშუალება 2 სუფრის კოვზის ოდენობით საუზმობამდე 15 წუთით ადრე.

გარდა თირკმელზედა ჯირკვლის გაჯანსაღებისა, ამ საშუალების დახმარებით თქვენ შეძლებთ ორგანიზმის მომარაგებას მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით. მკრუანლობის კურსის დაწყებიდან ხანმოკლე დროში თქვენ საოცარ ცვლილებებს შენიშნავთ: თმის ცვენა შეჩერდება, ფრჩხილები გაძლიერდება, კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ძილის რეჟიმი დარეგულირდება და ა.შ.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რათა მათაც იცოდნენ ამ რეცეპტის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.