დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ კრემის დამზადების რეცეპტს გიზიარებთ. მისი ყოველდღიური გამოყენებიდან დაახლოებით 1 კვირაში შენიშნავთ, თუ როგორ ქრება პატარა ზომის ნაოჭები თვალების გარშემო, იჭიმება კანი და თანაბრდება მისი ტონი. თუ თქვენს მაცივარში ეს კრემი ინახება, რეგულარულად სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტებში და პროცედურები საკმაოდ სოლიდური თანხის ხარჯვა საჭირო აღარ არის. კრემი, რომელსაც ინგრედიენტების მოცემული რაოდენობისგან დაამზადებთ, დაახლოებით 1 თვე გეყოფათ.
ჟელატინის გამაახალგაზრდავებელი კრემი
მოცემული პროდუქტი ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ კოსმეტიკაშიც კი. იცოდით, რომ ჟელატინი საკმაოდ ბევრი ძვირადღირებული კოსმეტიკური კრემის შემადგენლობაში შედის? ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ მოცემული პროდუქტი ეფექტურად წმენდს კანს, ათანაბრებს მის ტონს, ებრძვის მომატებულ ცხიმიანობას, კვებავს და ატენიანებს მას.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. ჟელატინი;
- 100 მლ არაგაზირებული მინერალური წყალი;
- 3 ს.კ. თაფლი;
- 0,5 ჩაის ჭიქა (100 მლ) გლიცერინი;
- 1 გრამი სალიცილის მჟავა (ან ერთი აბი ასპირინი).
მომზადება:
- პირველი, რაც აუცილებლად უნდა მოიმოქმედოდ, იმ ჭურჭლისთვის დეზინფექციის პროცედურების ჩატარებაა, რომელშიც ამ კრემის მომზადებას გადაწყვეტთ.
- ჩააყარეთ ჟელატინი ფაიფურის ან მინის ჭურჭელში და დაასხით მოცემული რაოდენობით მინერალური წყალი. დატოვეთ დაახლოებით 30 წუთით.
- როდესაც ჟელატინის მარცვლები, კრისტალები დაიბერება, მოათავსეთ ის სულ რამდენიმე წუთით წყლის აბაზანაზე, რათა წარმოიქმნას ერთგვაროვანი კონსისტენცია. ამ პროცედურის შემდეგ მიღებული მასა კარგად გაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. თქვენ დაგჭირდებათ ის ბლანტი მასა, რომელიც დოლბანდზე დარჩება. გაწურული სითხე შეგიძლიათ გადაღვაროთ.
- წარმოქმნილი მასა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, დაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი და კარგად გადაურიეთ. დატოვეთ 1 საათით.
- ამ დროის გასვლის ჩემდეგ ძალიან ნელი ნაკადით, მუდმივი მორევის პირობებში ჩაამატეთ მიღებულ მასაში მოცემული რაოდენობით გლიცერინი.
- ყველაფერს კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ და დაამატეთ სალიცილის მჟავა ან 1 აბი დაფქული ასპირინი.
- გამაახალგაზრდავებელი კრემი მზად არის. ახლა თქვენ უნდა შეარჩიოთ ჭურჭელი, რომელშიც მას შეინახავთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელს ჰერმეტულად უნდა ეხურებოდეს თავსაფარი და მასში მომზადეული კრემის გადატანამდე აუცილებლად უნდა გავწმინდოთ, დავამუშავოთ ის სპირტით.
გამოიყენეთ ეს საშუალება ყოველდღიურად, დაძინებამდე 1 საათით ადრე. პროცედურამდე კარგად გაიწმინდეთ კანი, მცირეოდენი კრემი დაიტანეთ ორივე ხელის გულზე, კარგად შეათბეთ ხახუნით და შემდეგ ნელი წრიული მოძრაობებით გაინაწილეთ სახის კანზე, კისრისა და დეკოლტის ზონაზე. 20 წუთის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით მოიშორეთ ეს მასა.
ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია დაქალებსაც, რათა მათაც იცოდნენ ამ რეცეპტის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!