» » » ჩემი დაქალი 67 წლისაა, თუმცა მისი ბევრს შურს. საიდუმლო ამ მარტივად დასამზადებელ კრემშია.

ჩემი დაქალი 67 წლისაა, თუმცა მისი ბევრს შურს. საიდუმლო ამ მარტივად დასამზადებელ კრემშია.

კონიაკი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი. გარდა სასიამოვნო არომატისა და გაჯერებული გემოსა, ის მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. როგორც გაირკვა, ეს ნატურალური, მზის სხივებით გაჯერებული სასმელი ახალგაზრდობის საიდუმლოს ინახავს. კონიაკის დახმარებით, სახლის პირობებში საოცრად ეფექტური ლიფტინგ პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.



მოცემული სასმელი ხდის კანს უფრო მტკიცეს, ანიჭებს მას ჯანსაღ ბზინვარებას, ამცირებს უკვე არსებულს ნაოჭებს ზომაში და თავიდან გვარიდებს მომავალში მათ გაჩენას. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივად დასამზადებელი გამაახალგაზრდავებელი კრემის რეცეპტს, რომლის ძირითად კომპონენტსაც სწორედ კონიაკი წარმოადგენს.

სახის კრემი სახლის პირობებში

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხის გული;
  • 100 გრამი ნაღების კრემი;
  • 1 ს.კ. თაფლი;
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი;
  • 2 ს.კ. კონიაკი.

მომზადება:
  1. ათქვიფეთ კვერცხის გული. შემდეგ თანმიმდევრობით ჩაამატეთ მასში ნაღები, თაფლი, ლიმონის წვენი და კონიაკი. გულდასმით გადაურიეთ.



  2. მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და კარგად დააფარეთ თავსახური. ლიფტინგ კრემი მზად არის!



  3. შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში არაუმეტეს 7 დღისა.



კარგად გაწმენდილ სახეხზე ბამბის დისკის გამოყენებით წაისვით მცირეოდენი საკუთარი ხელით დამზადებული კრემი. დაიტოვეთ სამოქმედოდ 1 საათით და შემდეგ მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით. უმჯობესი იქნება, თუ პროცედურას ღამით ჩაიტარებთ, რათა კრემი უკეთ შეიწოვოს კანმა.

სასურველი ეფექტის მისაღებად, ჩაიტარეთ ეს გამაახალგაზრდავებელი პროცედურა ყოველდღიურად მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გააკეთეთ პატარა შესვენება. თუ კურსს ყოველ 3 თვეში 1-ხელ ჩაიტარებთ, საგრძნობლად შეძლებთ დაბერების პროცესის შენელებას.

მოცემული საშუალება არაერთხელ მაქვს გამოცდილი საკუთარ თავზე და ის მართლაც ძალიან ეფექტურია. გამოიყენეთ ეს კრემი და პირობას გაძლევთ, უკმაყოფილო არ დარჩებით. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ამ საშუალების შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.