» » » შეანელეთ დაბერების პროცესი. 5 წლის შემდეგ იმაზე უკეთ რომ გამოიყურებოდეთ, ვიდრე დღეს, მოიქეცით ასე.

შეანელეთ დაბერების პროცესი. 5 წლის შემდეგ იმაზე უკეთ რომ გამოიყურებოდეთ, ვიდრე დღეს, მოიქეცით ასე.

უკვე არაერთი ასწლეულია, რაც ლიმონი კანისა და თმის მოსავლელად გამოიყენება. სწორედ ლიმონმჟავა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეცავს ეს პროდუქტი, წმენდს ფორებს დაბინძურებისგან, გვაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, აღიავებს ლაქებს, ხდის კანს ელასტიურსა და ჯანსაღს.

ლიმონი C ვიტამინის უდედის ბუნებრივი წყაროა. ეს პროდუქტი წარმატებით გამოიყენება კანის ტონის გასათანაბრებლად და დაბერების პროცესის შესანელებლად. მისი დახმარებით შესაძლებელია თმის მოვლაც, რადგან ლიმონი აჯანსაღებს თავის კნას, გვეხმარება ქერტლის დამარცხებაში, არაჩვეულებრივად ატენიანებს და კვებავს თმას, აშორებს დაგროვებულ ზედმეტ ცხიმს და ა.შ.

ლიმონი კოსმეტიკის ნაცვლად
  1. სახის კანის გამწმენდი სკრაბი
    1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ჩანგლის გამოყენებით კარგად ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ინგრედიენტები ერთმანეთში გაიხსნას. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, ნახევარი ჭიქა ყავისფერი შაქარი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. როდესაც შაქარი ნარევში კარგად გაიხსნება, თითის ბალიშების გამოყენებით ნელი წრიული მოძრაობებით გაინაწილეთ ეს საშუალება მთელ სახის კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გეყოფათ რამდენიმე გამოყენებაზე. მოათავსეთ ის ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში საშუალოდ 2-ჯერ და თქვენი სახის კანი იდეალურად სუფთა და ლამაზი იქნება.

    შეანელეთ დაბერების პროცესი. 5 წლის შემდეგ იმაზე უკეთ რომ გამოიყურებოდეთ, ვიდრე დღეს, მოიქეცით ასე.

  2. კანის გადასაჭიმი ნიღაბი
    2 ს.კ. ნატურალურ მაწონში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევი წაისვით სახის კანზე, კისრისა და დეკოლტის ზონაზე (მაქსიმალურად მოერიდეთ კანს თვალების გარშემო). დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენ იგრძნობთ, თუ როგორ გაშრებათ ნიღაბი კანზე და იჭიმება ის. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი ან მკვებავი კრემის გამოყენება. ისარგებლეთ ამ ნიღაბით კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ და ხანმოკლე დროში საოცარ შედეგებს შენიშნავთ.



  3. დამატენიანებელი და მკვებავი ნიღაბი თმისთვის
    შეურიეთ 3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი ერთმანეთში. კარგად გადაურიეთ. თავის დაბანის შემდეგ მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ ეს საშუალება თავის კანზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და პირსახოცი, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში მინიმუმ 1-ხელ, რათა თქვენი თმა ჯანსაღი და ლამაზი იყოს.



  4. ლიმონიანი წყალი ცხიმიანი თმისთვის
    თუ თქვენ თმა მარტივად გიცხიმიანდებათ და ამ პრობლემას ვერაფრით უმკლავდებით, მოცემული მეთოდი აუცილებლად გამოგადგებათ. 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ჩაამატეთ ნახევარ ჭიქა წყალში, კარგად გადაურიეთ და მიღებული საშუალებით დაიმუშავეთ თმა თავის დაბანის შემდეგ. მოცემული მეთოდი გააჯანსაღებს თმის საფარს და მიანიჭებს მას საოცარ ბზინვარებას. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.



  5. ქერტლის დამარცხება
    შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი. მიღებული ნარევი წაისვით თავის კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი. 1 პროცედურა სავსებით საკმარისია ქერტლის შესამცირებლად. მიმართეთ ამ საშუალებას დახმარებისთვის ყოველ კვირაში 1-ხელ და ხანმოკლე დროში ქერტლი საერთოდ აღარ შეგაწუხებთ.



ლიმონი - ღირებული პროდუქტი, რომელსაც მრავალი კოსმეტიკური სასუალების ჩანაცვლება შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.