ქრონიკული ტონზილიტი მაქვს, მაგრამ უზომოდ მიყვარს ნაყინი, ზაფხული ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც ნაირ-ნაირ ნაყინთან ასოცირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი დღესასწაული დიდხანს არ გრძელდება, რადგან ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების წყალობით ყელის ტკივილი მალევე მახსენებს თავს. შარშან ანტალიაში ვისვენებდი. იქ ნაყინის საოცარი ასორტიმენტია, მაგრამ ძალიან ცოტას ვჭამდი, რაგდან შინიდან ასე შორს ყელის ტკივილი უფრო დიდი პრობლემაა. ეს შემატყო ერთმა დამსვენებელმა და მასწავლა, როგორ მომევლო ყელისთვის ისე, რომ ნაყინის ჭამისა აღარ შემშინებოდა.
- გახეხეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა წვენი. დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი, დააყენეთ 2-3 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ ყელში, თან 1-2 სუფრის კოვზი დალიეთ კიდეც.
- მოხარშეთ 3 ჩ/კ მშრალი ხახვის ფურცელი 1 ჭიქა წყალში, დააყენეთ 4 საათით, გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.
ეს მარტივი მოსამზადებელი წამლები ისე აძლიერებს იმუნიტეტს, რომ ყელის ტკივილი დღესასწაულს ვეღარ ჩაგაშხამებთ.
- ნაძვის გირჩა დააქუცმაცეთ. 1 წილს დაასხით 5 წილი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, ნახევარი საათი ადუღეთ, გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში დღეში 5-6-ჯერ.
- წვრილად დაჭერით 1 თავი ნიორი, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 1 ლიტრი წყალი და შედგით ქურაზე. როგორც კი დუღილს დაიწყებს, ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და გაიკეთეთ ინჰალაცია. გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ. მეორე დღიდან ანგინა უკან დაიხევს.
- ვირისტერფას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და წვენი გამოადინეთ. დაუმატეთ იმავე რაოდენობის ხახვის წვენი და წითელი ღვინო. ეს ნარევი შედგით მაცივარში, გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. 1 სუფრის კოვზი ნარევი გააზავეთ 3 სუფრის კოვზ წყალში და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.