რა თქმა უნდა, თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს არაერთ სპეციალურ კრემს შეშუპების მოსახსნელად, თუმცა გარდა იმ ფაქტისა, რომ მსგავსი საშუალებები არაერთ მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათი უმრავლესობა არ გამოირჩევა ეფექტურობით.
დღევანდელ სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ საოცრად მარტივი მეთოდი, რომელიც პირადად საკუთარ თავზე რამდენჯერმე მაქვს გამოყენებული და შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი. მარტივად მოსამზადებელი ნარევი, რომელიც სულ რაღაც 3 იაფი კომპონენტისგან შედგება, შავ ტომრებს თვალებიდან ხანმოკლე დროში მოგაშორებთ და თავიდან აგარიდებთ მომავალში მათ განვითარებას.
როგორ მოვიშოროთ შავი ტომრები თვალებიდან?
თქვენ დაგჭირდებათ:
- ყავის ნალექი;
- ქოქოსის ზეთი;
- დაფქული შავი წიწაკა.
ინსტრუქცია:
- თანაბარი რაოდენობით სამივე ინგრედიენტი მოითავსეთ ხელის გულზე და საჩვენებელი თითის ბალიშის გამოყენებით კარგად შეურიეთ ერთმანეთში.
- კარგად გაინაწილეთ ეს საშუალება ორივე თვალის ქვემოთ არსებულ კანზე. თითის ბალიშის გამოყენებით იკეთეთ ნელი წრიული მოძრაობები.
- დაიტოვეთ სამოქმედოდ 5-10 წუთის განმავლობაში.
- მოიშორეთ ეს მასა თვალებიდან თბილ წყალში ჩალბობილი ბამბის დისკით.
ყავა ხსნის ანთებას, შავი წიწაკა აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ქსოვილისთვის, ხოლო ზეთი იცავს კანს და აუმჯობესებს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვის პროცესს.
რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება კვირაში - 2ჯერ. ყავა და შავი წიწაკა არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ანელებს კანის დაბერების პროცესს და აჯანსაღებს მას.
ვიდეო ინსტრუქცია:
ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია დაქალებს, რათა მათაც იცოდნენ ამ მარტივი მეთოდის არსებობის შესახებ. მინდა გითხრათ, ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა!