ამ ორიოდე თვის წინ ნაკვეთში ვსაქმიანობდი. შვებულება მიმთავრდებოდა და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი საქმე მომესწრო. ძლიერ გაოფლიანებულმა ნახევარი დღე ვიმუშავე და უგუნური საქციელისთვის მწარედაც დავისაჯე - გამიცივდა ნერვი და მეორე დილას წელის ძლიერი ტკივილის გამო საწოლდიან წამოდგომაც კი გამიჭირდა. მედიკამენტური თერაპიის შემდეგ ტკივილი ოდნავ დამიამდა, მაგრამ მაინც დარჩა. მეც ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ხალხური რეცეპტები გადავათვალიერე და ერთ საოცარ საშუალებას მივაგენი.
- წამლის მოსამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთოლი (მცენარე 3 წლისა მაინც უნდა იყოს) , 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო.
- ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის ცელოფანში და შედეთ მაცივარში. 7 დღის შემდეგ გამოიღეთ, წვრილად დაკეპეთ და თაფლსა და ღვინოში ჩაყარეთ. ნარევი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით.
ამის შემდეგ წამალი უკვე მზად არის. უნდა სვათ ასეთი წესით:
- 1 თვის განმავლობაში - თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე.
- 1 თვის შემდეგ - თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.
წელის ტკივილს იასამანიც დაგიამებთ
- გასწავლით, როგორ მზადდება იასამნის ნაყენი:
ერთ ჭიქა ყვავილს დაასხით 0,5 ლიტრი არაყი და ორი კვირით დადგით თავდახურული გრილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გაფილტრეთ და შეინახეთ ასევე სიგრილეში, მინის ბოთლით.