წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ
ინგრედიენტები:
- მაისის თაფლი - 0,5 ლ
- ალოეს ფოთოლი - 400 გ
- მაგარი წითელი ღვინო - 0,7 ლ
მომზადების და გამოყენების წესი:
ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში (ალოე 3 წლის მაინც უნდა იყოს) და 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ წვრილად დაკუწეთ და ჩაყარეთ თაფლსა და ღვინოში. ეს ყველაფერი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნლესა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით. ამ ხნის შემდეგ წამალი უკვე მზად არის. ის 1 თვის განმავლობაში უნდა სვათ - თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. 1 თვის შემდეგ - 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.
მერწმუნეთ, ამ უებარი საშუალების წყალობით მტანჯველი ტკივილი სულ უფრო იშვიათად შეგაწუხებთ, ბოლოს კი სულმთლად დაგავიწყდებათ. ეს წამალი ასევე უხდება ქრონიკულ თავის ტკივილს, ჰიპერტონიასა და სკლეროზს.