» » » ყოველთვის მეკითხებიან, როგორ გამოვიყურები ასაკთან შედარებით ასე ახალგაზრდად. უკვე 4 წელია სახეს ამ საშუალებით ვიბან.

ყოველთვის მეკითხებიან, როგორ გამოვიყურები ასაკთან შედარებით ასე ახალგაზრდად. უკვე 4 წელია სახეს ამ საშუალებით ვიბან.

კანის რეგულარულ წმენდას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდობისა და სილამაზის მრავალი წლით შენარჩუნებაში. თუ ამ ეტაპს საკმარის ყურადღებას არ დავუთმობთ და კანს ხარისხიანად არ გავიწმენდთ, ნებისმიერი გამაახალგაზრდავებელი პროცედურა აბსოლიტურად უშედეგო და უსარგებლო იქნება. ცნობისთვის, ყველა აზიელი ლამაზმანი სახის გასაწმენდად ჰიდროფილურ ზეთს იყენებს: სწორედ ეს საშუალება აშორებს მაკიაჟს ბოლომდე და ღრმად წმენდს ფორებს ცხიმის საცობებისგან, რაც მათი გლუვი, ლამაზი და სუფთა კანის საწინდარია.

რა თქმა უნდა, თქვენ ახლავე შეგიძლიათ გაეშუროთ აფთიაქისკენ ან კოსმეტიკური მაღაზიისკენ ჰიდროფილური ზეთის შესაძენათ, თუმცა დღევანდელ სტატიაში მსურს, გასწავლოთ, თუ როგორ უნდა დაამზადოთ ეს საშუალება საკუთარი ხელით და დაზოგოთ საკმაოდ სოლიდური თანხა. სანამ ჰიდროფილური ზეთის დამზადების ინსტრუქციას შემოგთავაზებთ, მინდა მოგიყვეთ იმ უპირატესობებისა და სასარგებლო თვისებების შესახებ, რომლებიც ამ საშუალებას ბაზარზე არსებული ყველა სხვა საშუალებისგან გამოარჩევს.

ჰიფროფილური ზეთის უპირატესობები
  1. ეფექტურად აშორებს მაკიაჟს
    პრაქტიკულად ყველა მდგრადი კოსმეტიკური საშუალება კარგად იხსნება ცხიმში. იმ შემთხვევაშიც, თუ ჰიდროფილური ზეთით სახის დაბანის შემდეგ კანზე კოსმეტიკის მცირე ნარჩენები დაგრჩებათ, მათ მარტივად მოიშორებთ უბრალო ბამბის გამოყენებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მოცემული საშუალება საუკეთესოა სახის კანიდან მაკიაჟის მოსაშორებლად.



  2. აუმჯობესებს სახის ფერს
    ჰიდროფილური ზეთის რეგულარული გამოყენების შედეგად კანის ტონი თანაბრდება და გაცილებით ლამაზი ხდება. ეს ეფექტი განპირობებულია იმით, რომ მოცემული საშუალება ღრმად წმენდს კანის ფორებს დაგროვებული ჭუჭყისგან, სიბინინძურისგან, ცხიმის საცობებისგან და ბოლომდე გამოწოვს ტოქსინებს.

  3. საიმედოდ იცავს კანს ზედმეტი დაჭიმულობისგან და აქერცვლისგან
    საკმაოდ ხშირად სახის საპნით ან სპეციალური გელით დაბანის შემდეგ ჩვენ კანის დაჭიმულობის შეგრძნება გვეუფლება. ეს ეფექტი განპირობებულია იმით, რომ მსგავსი საშუალებები რეცხავს კანის ბუნებრივ ცხიმოვან ფენას. ყოველივე ამის შედეგად ცხიმიანი ტიპის კანი კიდევ უფრო ცხიმიანი ხდება, ხოლო მშრალი ტიპის კანი - კიდევ უფრო მშრალი. თუ სახის დასაბანად ჰიდროფილურ ზეთს გამოიყენებთ, ეს პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ.



  4. აახალგაზრდავებს კანს
    ჰიდროფილური ზეთი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ A და E ვიტამინს. მოცემული საშუალება ეფექტურად ებრძვის და ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, რომელთაც ძალზედ უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე.

  5. კვებავს და ატენიანებს კანს
    ვიტამინები და სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჰიდროფილური ზეთი, მარტივად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ატენიანებს მას.



ჰიდროფილური ზეთის დამზადება სახლში

აბუსალათინის ზეთში შეურიეთ სხვა უფრო მსუბუქი, ავოკადოს ან ნუშის ზეთი და კარგად გადაურიეთ. გაითვალისწინეთ, აბუსალათინის ზეთი საერთო მოცულობის მხოლოდ 10-30%-ს უნდა შეადგენდეს (მაგ: 10 მლ აბუსალათინის ზეთი და 90 მლ ავოკადოს ზეთი). რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს ამ ზეთის პროცენტულობა. სურვილისამებრ, ზეთების ნარევში შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი სასურველი ეთერზეთის ჩამატებაც.



საღამოს საათებში, დაძინებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე დაიბანეთ სახის კანი ამ საშუალებით. ხელის გულზე დაისხით მცირეოდენი ჰიდროფილური ზეთი და მასაჟური, ნელი წრიული მოძრაობებით გაინაწილეთ ის მთელ სახეზე. დაიტოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 2-3 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. პროცეუდრის შემდეგ წაისვით კრემი თქვენი კანის ტიპის მიხედვით.

თუ ჰიდროფილური ზეთით ფორების ღრმად გაწმენდა გსურთ, არ ჩამოიბანოთ ეს ზეთი სახის კანიდან. მისი წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ აიღეთ პირსახოცი, დაასველეთ ის ცხელი წყლით, კარგად გაწურეთ და დაიფინეთ სახეზე რამდენიმე წუთით, რათა ფორები კარგად გაიხსნას. დაახლოებით 4-5 წუთში მოიშორეთ პირსახოცი, გაიწმინდეთ სახე ქაღალდის ხელსახოცით და კვლავ დაიფინეთ ცხელ წყალში ჩალბობილი და კარგად გაწურული პირსახოცი რამდენიმე წუთით.

მოცემულ საშუალებას პირადად უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ და მიღებული შედეგი დღითიდღე უფრო და უფრო მომწონს. გირჩევთ, თქვენც გამოცადოთ ეს საშუალება საკუთარ თავზე, რადგან სარგებელი, რომელსაც მისგან მიიღებთ, ნამდვილად ფასდაუდებელია!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.