- სამი კომშის გულს (კურკებიანად) უნდა დაასხათ 2 ჭიქა ანადუღარი წყალი და ხარშოთ 5-7 წუთი. ნახარში მიიღეთ თბილ-თბილი, 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, 1 კვირის განმავლობაში.
ექიმის კომენტარი:
კომშის ნაყოფი ძალიან გემრიელია, და ამასთან, ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც სამკურნალო საშუალება. სამკურნალოდ გამოიყენება კომშის თესლი, რომელიც ნაყოფის გულში - მის ბუდეებშია მოთავსებული (თითო ბუდეში-დაახლოებით 10 ცალი). თესლი ღეჭვის დროს გამოყოფს ბევრ ლორწოს. მისი კანი შეიცავს 20%-მდე ციანოგენის გლიკოზიდს, ნაყოფის რბილობი და კანი კი მდიდარია K და C ვიტამინებით.
კომშის ნაყოფს აქვს შარდმდენი, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი და საფაღარათო მოქმედება, თესლს კი, გარდა ამ თვისებებისა, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ლორწოვანის შემომგარსველი ეფექტიც. რის გამოც მას დიდი ხანია იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავდებათა სამკურნალოდ. კომშის თესლიდან გამოყოფილი ლორწო ათხელებს ნახველს, ამიტომ კარგია ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს.