» » » საყოველთაოდ ცნობილი კომშის გულის ნახარში მრავალი დაავადების სამკურნალოდ

საყოველთაოდ ცნობილი კომშის გულის ნახარში მრავალი დაავადების სამკურნალოდ

მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. კომში შეიცავს წყალს -80, 10%, შაქარს-10, 32%, აზოტოვან ნივთიერებებს - 0,41%, უხსნად ნივთიერებებს -15,43%, ვაშლის მჟავას -0,27%, მთრიმლავ ნივთიერებებს-0,3%, უჯრედისს-2,58%, ნაცარს-0,35%. კომში შეიცავს ჩ ვიტამინს 10-20 მგ 100 გრამ ნაყოფზე. კომშის გარსი შეიცავს ლორწოს და მთრიმლავ ნივთიერებებს, გული-ზეთს 15 %, ცილოვან ნივთიერებას, ფერმენტ ემულსინს და გლუკოზის ემიგდალინს. ხალხურ მედიცინაში კომშს იყენებდნენ ფაღარათის წინააღმდეგ და შარდმდენად. მას ფართო გამოყენება ქონდა ყველა დროში უმთავრესად კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროს.
კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან. კომშის მწიფე ნაყოფი მდიდარია შაქრებით - გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით. შეიცავს ასევე ვაშლის, ღვინის და ლიმონის მჟავებს.

  • კომშს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. მოხარშულ ნაყოფს აჭმევდნენ, ხოლო ნახარშს ასმევდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების გაძლიერების მიზნით. დღეს ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სისუსტის, ფაღარათის დროს, აქვს შარდმდენი, სისხლდენისა და ღებინების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ სვამენ კომშის თესლს ლორწოვან ნახარშს სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის დროს. ნახარშს გარეგანადაც იყენებენ: კოსმეტოლოგიაში - კანის დასარბილებლად; თვალის დაავადებების დროს-საფენებისთვის, ანგინის შემთხვევაში - ყელში გამოსავლებად.

  • კომშის ნაყოფის ჩაი გულის დაავადებების დროს შარდმდენ ეფექტს ავლენს. აღარაფერს ვამბობთ მისი გულების ნახარშის ეფექტურობაზე ხველის დროს, რაც თითქმის საყოველთაოდ არის ცნობილი.

  • კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით - ერთ კილოგრამში მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს.

  • კომში კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის მისგან ნიღაბი მზადდება: ათქვეფილ ცილას წვეთწვეთობით უნდა დავუმატოთ თანაბარი რაოდენობის ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს ნიღაბი კანს ხავერდოვნებასა და სიგლუვეს სძენს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.