სუკულენტის ზრდის ყველაზე შესანიშნავი მომენტია - მათგან კომპოზიციების შექმნის შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე სახეობის მცენარის გამოყენებით. მათ მცირე მოთხოვნილებები აქვთ, ნებისმიერ პირობებში შეუძლიათ გადარჩენა, რადგან ფოთლებში ტენს აგროვებენ.
გასაკვირია არაა, რომ სუკულენტი ასევე გავრცელებულია სახლის მცენარეების მოყვარულებს შორის. განსაკუთრებით პოპულარულია სუკულენტის დასადგამი კლუმბი ბურთის ფორმის. უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში მისი ფასი 50 ევროს ან უფრო მეტს აღწევს. ასეთი ლამაზი დეკორატიული ბურთის შექმნა საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ.
დეკორატიული კომპოზიცია
თქვენ დაგჭირდებათ
- სქელი ალუმინის მავთული
- ლითონის ბადე
- მავთულის საჭრელები
- კაქტუსის და სუკულენტის სუბსტრატი
- სფაგნუმის ხავსი
- სახრახნისი და სარგისი
- ფლორისტული სარჭი
- ჯუთის ზონარი
მცენარე სუკულენტი
შესასრულებელი სამუშაო:
- პირველ რიგში მცენარე გადარგვისთვის მოამზადეთ. მცენარის ფესვები უნდა იყოს სუფთა და დაზიანების გარეშე.
- ალუმინის მავთულისგან რამდენიმე ბეჭდის ფორმა გააკეთეთ და ერთმანეთში ბურთის მაგვარი უჯრედებით გადააბით.
- ბურთის გარედან ლითონის ბადე მოახვიეთ. ბადე მთავარ რგოლს შემოახვიეთ. ზედმეტი ნაწილი მოაჭერით.
- თითოეული კუთხიდან საჭრელით რამდენიმე ნაწილზე გაჭერით ფურცლის სახით, იმოძრავეთ ცენტრალური რგოლისკენ. თითოეული ასეთი ფურცელი ბეჭედს მოახვიეთ, ისე რომ ერთი ღია დატოვოთ გრუნტის ჩასაყრელად.
- მასში ხავსი ჩაყარეთ, კედელზე მჭიდროდ მიაკარით, რომ ნიადაგის ჩასაყრელად ადგილი დატოვოთ. შემდეგ სფეროს ცენტი კაქტუსის სუბსტრატით ამოავსეთ.
- როცა სფერო ამოვსებული იქნება, გრუნტი ხავსის ნაწილი დაფარეთ და დანარჩენი ბადეც ჩაკეცეთ.
- გამოიყენეთ სახრახნისი ან სარგისი, რომ ნიადაგში ღრმული გააკეთოთ და მცენარე ფრთხილად ჩადოთ. ფლორისტული სარჭებით დაამაგრეთ ადგილზე, რომ აქეთ-იქით არ იმოძრაოს.
- ერთ ბოლოში, სადაც რგოლები ერთმანეთს ხვდება ჯუთის ზონარი გაუყარეთ ბადიდან მთელ სიგრძეზე. ბოლოები ისე შეკარით, რომ მცენარის კომპოზიცია საჭირო სიმაღლეზე დაკიდოთ. მცენარე კარგად მორწყეთ პულვერიზატორით.
სუკულენტისგან დასაკიდი ყვავილის გაკეთების ბევრი მეთოდი არსებობს. ამ ვიდეოში დეტალურად არის ნაჩვენები შექმნის პროცესი.
რამდენიმე კვირა მოითმინეთ, სანამ ფესვები გაღვივდება. დაახლოებით ერთ თვეში ინტერიერი უნიკალური გაფორმებით და სუკულენტის შეუდარებელი ბურთით სიამოვნებას მიიღებთ. ეს კაშკაშა ფერის ყვავილი შეგიძლიათ დაკიდოთ ოთახში, ფანჯარასთან ახლოს, აივანზე ან ვერანდაზე. ის შესანიშნავი დეკორატიული ელემენტი იქნება როგორც სახლში, ასევე ქუჩაში.
თუ სახლის მცენარეები ხშირად გიხმებათ, რომელი სუკულენტის კომპოზიცია იქნება ჩვეულებრივი ლარნაკის წარმატებული ალტერნატივა? შთაგაგონათ თქვენ ამ მასტერ-კლასმა? ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ სუკულენტი პრაქტიკულად ნებისმიერ ჭურჭელში ახერხებს გახარებას? შეინახეთ ეს სტატია, სოციალურ ქსელში გაზიარების ღილაკით.