დამწყებმა მებაღემ უმჯობესია არჩევანი პეტუნიაზე გააკეთოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო დეკორატიული მცენარეა, რომელსაც კარგი სუნი და გვიან შემოდგომაზე გულის გასახარებელი ყვავილობა აქვს.
ვერტიკალური კლუმბი საკუთარი ხელით
"რჩევების" რედაქცია გთავაზობთ, ვერტიკალური კლუმბი პეტუნიას ყვავილებისთვის საკუთარი ხელით შექმნათ.
თქვენ დაგჭირდებათ
- დიდი ზომის პლასტმასის კონტეინერი მცენარეებისთვის
- პლასტმასის კანალიზაციის მილი
- ბაღის მავთულის ბადე
- სამშენებლო წებოვანი ლენტა
- კერამზიტი (დრენაჟისთვის)
- ბაღის ლენტა ყავისფერი ფერის
- მაკრატელი, დანა
- ნიადაგი
- პეტუნიას თესლი
1. საჭირო ზომის ბადე კონტეინერში მოათავსეთ. ჭურჭლის ძირში კერამზიტი ჩაყარეთ (1-2 სმ სისქის).
2. პლასტმასის მილის ერთი ბოლო წებოვანი ლენტით დაფარეთ, მთელ სიგრძეზე მცირე ზომის ნახვრეტები გაუკეთეთ.
3. მილი კონსტრუქციის შუაში მოათავსეთ.
4. კონსტრუქციის შიგნით ბაღის ლენტა მოათავსეთ, ნებისმიერი გზით დაამაგრეთ. მილსა და ლენტას შორის ადგილი ნიადაგით ამოავსეთ.
5. ლენტაზე მცირე ნახვრეტები გააკეთეთ და მცენარის თესლი მოათავსეთ.
6. მცენარეს რომ წყალი მიაწოდოთ საკმარისია მილი წყლით აავსოთ. მილიდან ნიადაგი ნელ-ნელა დატენიანდება, თანაბრად გადანაწილდება და მცენარის ფესვებს მიეწოდება.
7. რამდენიმე კვირაში შესანიშნავი ყვავილებით თავს მოიწონებთ!
ასეთი კლუმბი ნამდვილად ზღაპრულად გამოიყურება და თქვენი ბაღის ნამდვილი შედევრი გახდება. ყვავილის გაფორმებაზე შემოქმედებითად მიდგომა ღირს, რომ თვალი ლამაზი ყვავილებით გაახაროთ.