» » 4 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აუაროთ გვერდი ბებიას, რომელიც ღანძილს ყიდის. მცენარე უნიკალური თვისებებით.

4 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აუაროთ გვერდი ბებიას, რომელიც ღანძილს ყიდის. მცენარე უნიკალური თვისებებით.

გაზაფხულზე, როცა ორგანიზმს ვიტამინები განსაკუთრებით სჭირდება, თქვენს ჩვეულ რაციონს უფრო მეტი სალათა, ან თუნდაც მწვანილი უნდა დაუმატოთ. და როგორც იქნა დახლებზე გამოჩნდა ღანძლი - ფოთლები განსაკუთრებული გემოთი, რომლებიც უმჯობესია სწორედ ამ დროს მიირთვათ. 

ღანძილი პიკანტური გემოსა და ნივრის მსგავსი არომატის გამო ძალიან უყვართ. მას უმატებენ სალათებს, წვნიანებს და პეროგს, რადგან მას ჩვეულ კერძებს ახალ ელფერს სძენს. გემრიელი თვისების გარდა მწვანილი ორგანიზმზე სამკურნალო გავლენასაც ახდენს. 


ღანძლის სასარგებლო თვისებები

  1. ღანძლი - იდეალური პროდუქტია მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება. 100 გრ ღანძლში მხოლოდ 35 კალორია არის. ის ნივთიერების ცვლის პროცესს ააქტიურებს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, ამასთან შლაკები და ტოქსინები გამოაქვს.

     

  2. ეს მცენარე და მისი ნაყენი ლიმფურ სისტემას ასუფთავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა კანის ანთებითი პროცესი ქრება, მათ შორის ლაქები და პაპილომა.



  3. ღანძლი იმუნიტეტს ზრდის, ამიტომ მას გრიპის და სხვადასხვა ანთების საწინააღმდეგოდ იყენებენ. ხელს უწყობს ორგანიზმი მთლიანი ტონუსის შენარჩუნებას. 



  4. ამ მწვანილის ათეროსკლეროზის პრევენციისთვის და გულის დაავადების პრევენციისთვის იყენებენ. ასევე ის გულის კუნთებს აძლიერებს, რაც სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მაგრამ თუ ამ ნაწილში დარღვევები გაქვთ, აუცილებლად ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ!





ღანძლის მავნებლობა


მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, არსებობს უკუჩვენებაც. ჯობს გაითვალისწინოთ, თუ არ გსურთ ეს სასარგებლო პროდუქტი შხამად გადააქციოთ. ჯანმრთელმა ადამიანმაც კი დღეში 20 ფოთოლზე მეტი არ უნდა მიირთვას.



პირველ რიგში, ღანძლზე უარი უნდა თქვათ თუ კუჭ-ნაწლავის მუშაობის სერიოზული დარღვევა გაქვთ. პანკრეასი, ქოლეცისტიტი, წყლული, გასტრიტი - თუ ერთ-ერთი ამ დაავადებათაგანი გაქვთ, ექიმს მიმართეთ!



ფრთხილად უნდა მიიღოთ ღანძლის ნაყენი, თუ გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. ეს მწვანილი იწვევს ძლიერ თავის ტკივილს, უძილობას და წნევის ცვლილებას, ეპილეფსიით დაავადებულებში კი - კრუნჩხვებს.



ორსულობის დროს ღანძლის მიღება შეზღუდეთ. იმისათვის, რომ თქვენ და თქვენ ბავშვს ზიანი არ მიაყენოთ, შეგიძლიათ კვირაში ორჯერ მაქსიმუმ 10 ფოთოლი მიირთვათ. ხოლო მეძუძურებმა ამ მცენარის მიღება უნდა ამოიღონ, რადგან ის რძეს გემოს უცვლის, და ბავშვი მის ჭამას წყვეტს.



თუ ამ მწვანილს მთელი სეზონის განმავლობაში გონივრულად მიირთმევთ, ჯანმრთელობას საგრძნობლად გააუმჯობესებთ. ასე რომ საყვარელ კერძს დაუმატეთ და ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.