» » » აღმოცენებული თესლის 15გრ დღეში - ორი კვირის შემდეგ ეფექტი შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც.ის აახალგაზრდავებს და მუხტავს ორგანიზმს, გვეხმარება წონის დაკლებაში.

აღმოცენებული თესლის 15გრ დღეში - ორი კვირის შემდეგ ეფექტი შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც.ის აახალგაზრდავებს და მუხტავს ორგანიზმს, გვეხმარება წონის დაკლებაში.

აღმონაცენი - პროდუქტი, მაქსიმალურად სასიცოცხლოდ აქტიურ სტადიაზე იმყოფება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მცენარის გაღვივების პროცესში მასში ვიტამინები 10-ჯერ და 100-ჯერ იზრდება. მისი ათვისებაც უფრო მაღალია, ვიდრე უმი მცენარის, ბოსტნეულის და ხილის. გაღვივებული მცენარის მიღება მთელი ორგანიზმის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს, ნივთიერებათა ცვლის პროცესს აღადგენს და წონას ამცირებს.

ამ პროდუქტის უპირატესობა იმაშია, რომ მისი მიღება ნებისმიერი კლიმატური პირობების დროს შეიძლება. ყველა უპრეტენზიო მცენარეები სახლის პირობებში გაღვივებისთვის - ხორბალი, ბარდა, ლობიო, ოსპი, გოგრა. "რჩევების" რედაქცია უფრო დეტალურად გიამბობთ, თუ რითი არის სასარგებლო ესა თუ ის გაღვივებული მცენარე.
გაღვივებული მარცვალი

აღმოცენებული მარცვალის სასარგებლო თვისებები


  • ხორბლის აღმონაცენი
    ეს პროდუქტი იმუნიტეტს ზრდის, ასევე ღრმა მოხუცებულობამდე კარგ განწყობას უზრუნველყოფს. ხორბლის აღმონაცენი ორგანიზმს ენერგიით ავსებს, მას ქრონიკული დაღლილობის და გონებრივი დატვირთვის დროს გვირჩევენ. მარცვლეულში შემავალ ნივთიერებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და თირკმლების მუშაობა ნორმაში მოჰყავს, შეშუპებას აქრობს და ჭრილობას მკურნალობს, ონკოლოგიური დაავადების, კარიესის პროფილაქტიკაა, ნერვებს ამშვიდებს და ძილს აუმჯობესებს. 

    ხორბალის გაღვივებული მარცვალი

  • შვრიის აღმონაცენი
    გაღვივებული შვრია თირკმლების, ღვიძლის, ტუბერკულოზის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს ეფექტურია. მისი მიღება ტრავმების და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენას ხელს უწყობს, ასევე თრომბის გაჩენის პროფილაქტიკას წარმოადგენს. მისი დახმარებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროცესი ნორმაში მოდის და დისბაქტერიოზი ქრება. 

  • პარკოსანის აღმონაცენი
    გაღვივებულ პარკოსანს შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და შემკვრელი მოქმედება აქვს, ჭრილობის შეხორცების და კანის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. სასარგებლოა ართრიტის, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის დროს. 

    გაღვივებული თურქული ბარდა სასარგებლოა მათთვის, ვისაც ჭარბი წონის მოშორება სურს - მასში მცირე კალორია არის და კარგად გადამუშავდება. 

    თურქული ბარდის გაღვივებული მარცვალი

    გაღვივებული ბარდა სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ზრდას და უჯრედების რეგენერაციას ხელს უწყობს, აქვს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება ნორმაში მოდის, ტოქსინები გამოდის, ასევე შეკრულობის დროს დაგეხმარებათ. 

    გაღვივებულ ლობიოს  ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. აღმონაცენები ნივთიერებათა ცვლის პროცესს აღადგენს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. 

    ლობიოს გაღვივებული მარცვალი

  • ჭვავის აღმონაცენი
    გაღვივებული ჭვავი იმუნიტეტს აძლიერებს, აუმჯობესებს სასუნთქ გზებს, სისხლში გლუკოზის დონე ნორმაში მოჰყავს, ტოქსინები და რადიონუკლიდები გამოაქვს, ათეროსკლეროზის განვითარებას და ადრეულ დაბერებას ხელს უშლის. 

  • ქერის აღმონაცენი
    გაღვივებული ქერი გამძლეობას, შრომის უნარიანობას ზრდის და სხეულის მჟავე-ტუტე ბალანსი ნორმაში მოჰყავს. 

  • წიწიბურას აღმონაცენი
    გაღვივებულ წიწიბურას არტერიული წნევა ნორმაში მოჰყავს, გულის და სისხლძარღვების მუშაობას აუმჯობესებს. მისი მიღება სასარგებლოა ვარიკოზული ვენების, ჰემოროიდის, დიაბეტის, ართრიტის, სისხლდენის დროს. 

    წიწიბურას გაღვივებული მარცვალი

  • ბაყაყურას აღმონაცენი
    მასში შედის ფლავონიოდები - აქტიური ნივთიერება, რომელიც ღვიძლის უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს, აუმჯობესებს ნაღვლის წარმოქმნის და ექსკრეციის პროცესს, იცავს ორგანიზმს ტოქსინებისა და ინფექციისგან. გაღვივებული თესლი ალერგიის, კოლიტის, ჰემოროიდის დროს დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ის ნაღვლის ბუშტის და ელენთას ანთებას ამცირებს, გამოაქვს ქვები. 

  • ოსპის აღმონაცენი
    ოსპი ბევრ მაღალ ხარისხიან ცილას, კალციუმს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს, ფოსფორს, სელენს, სპილენძს, F, E და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. ხოლო C ვიტამინი მის აღმონაცენში უფრო ბევრია, ვიდრე სხვა ნებისმიერ პროდუქტში, რადგან თესლის გაღვივების პროცესის დროს მისი შემადგენლობა 600-ჯერ იზრდება. ადამიანებისთვის, ვინც ანემიით და ხშირი სისხლდენით, გრიპით, ბრონქებით, ანგინით და პნევმომანიით იტანჯება, გაღვივებული ოსპი ძალიან სასარგებლოა. 

    ოსპის გაღვივებული მარცვალი

  • სოიოს აღმონაცენი
    ასეთი აღმონაცენი კვების რაციონში ცილოვან პროცესს ააქტიურებს, გამოაქვს წყალი და ცხიმი, შემაერთებელი ქსოვილების რეგენერაციის პროცესს ხელს უწყობს და ორგანიზმს აახალგაზრდავებს. სოიოში შემავალი ჰოლინი ნერვული ქსოვილების უჯრედებს აღადგენს და თავის ტვინის მუშაობას ააუმჯობესებს. ლეციტინის შემცველობის გამო ისინი სასარგებლოა გულის, ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებების დროს. აღმონაცენები კიბოს განვითარებას ანელებს.
    სოიოს გაღვივებული მარცვალი

გაფრთხილება 
თავისი თვალშისაცემი დადებითი თვისებების მიუხედავად, აღმონაცენებმა შეიძლება ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს ან დისკომფორტი გამოიწვიოს. გასაღვივებლად სათესი თესლი არ აიღოთ! მას მწერებისგან დასაცავად ქიმიური ნივთიერებებით ამუშავებენ, ამ ფაქტორს მარცვლეულის სასარგებლო თვისება ნულამდე დაჰყავს. ამ მიზნით უმჯობესია მარცვლეული შეიძინოთ ორგანული პროდუქტების მაღაზიაში. 

მარცველეულის აღმონაცენებში შემავალი უჯრედისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს პეპტიური წყლულოვანი დაავადების დროს. გაღვივებულ პარკოსნებში შემავალი პერგტონის ნაერთები უკუჩვენებულია პოდაგრის, შარდკენჭოვანი დაავადების დროს, ასევე რეკომენდებული არაა მწვავე გასტრიტის, ნეფრიტის და მსხვილ ნაწლავში ანთებითი პროცესების დროს.  

პარკოსანი კულტურების გაღვივებული მარცვალი

არ ღირს აღმონაცენების (განსაკუთრებით პარკოსანის) რძის პროდუქტებთან ერთად მიღება. ამას მეტეორიზმამდე მივყავართ. და ბიკის გაღვივებული მცენარე სასურველია 12 წლამდე ბავშვების რაციონში რეკომენდებული არაა.

მცენარის სახლის პირობებში გაღვივება რთული არაა. გსურთ ამის რეგულარულად გაკეთება? მაშინ უმჯობესია სპეციალური ნივთი გამაღვივებელი იყიდოთ. თუ ასეთი პროცედურის ჩასატარებლად დრო და მოთმინება არ გაქვთ, გირჩევთ თესლები ღამით წყლით დაასველოთ. სცადეთ, ეს მარტივი მოქმედება მის საკვებ პოტენციალს ბევრად გაზრდის. 

მოგეწონათ ჩვენი სტატია? მაშინ მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.