ამ მცენარეშიც ბევრია საგულე გლიკოზიდები, რომლებიც დამამშვიდებლად მოქმედებს გულზე, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს და აძლიერებს დიურეზს (შარდმდენია), იცავს შეშუპებისგან.
მედიცინის მეცნიერებაში ადონისს იყენებენ საგულე პრეპარატების დასამზადებლად. აღნიშნული პრეპარატებს უნიშნავენ გულის მანკების, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს. ამ მცენარეს, ისევე როგორც შროშანს, ახმობენ 50-60 გრადუს ცელსიუსზე. ამ ტემპერატურაზე სწრაფად წყდება გლიკოზიდების გამანადგურებელი ფერმენტების აქტივობა.
ადონისის, ანუ ცხვირისსატეხელას აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან თესლების სრულ მომწიფებამდე მხოლოდ ერთი წლის მარაგს.
- ეს ნაყენი შეგიძლიათ სვათ გულის სხვადასხვა დაავადების დროს: 1 ჩაის კოვზ არათავმობმულ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურული დააყენეთ ბნელ ადგილზე 2 დღე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. ბავშვებისათვის ასაკის მიხედვით დოზა 2-4-ჯერ ნაკლებია.
- ადონისის ნაყენი მიიღეთ 20-20 წვეთი დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსს ადგენს ექიმი- ფიტოთერაპევტი.