კვრინჩხის სხვადასხვა ნაწილებს სამკურნალოდ ფართოდ იყენებს ხალხური მედიცინა. ყვავილებს როგორც გამხსნელ, ნაყოფების შემკვრელ, ფესვებსა და მერქანს ოფლმომდენ, ხოლო ქერქს კი სიცხის დამწევ საშუალებად. ყვავილებს იყენებენ აგრეთვე თირკმელებისა და საშარდე ბუშტის მოქმედების აღმგზნებ საშუალებად და ნივთიერებათა ცვლის მოშლის ყველა შემთხვევაში. დოზა 50 გ 1 ლ წყალზე, როგორც ჩაი კუჭშეკრულობის თირკმლების და საშარდე ბუშტის, აგრეთვე ღვიძლის ტკივილის დროს.
ნახარში ასე მზადდება:
- კვრინჩხის ფესვების ნახარშს ყლუპ-ყლუპობით სვამენ მაღალი ტემპერატურის დროს (10,0 გ ნედლეული 500,0 წყალზე), ადუღებენ 15 წუთს ძალიან ნელი დუღილით, ამავე ნახარშით იკეთებენ გამორეცხვას ქალები თეთრად შლის დროს.
- ყვავილების ცივ წყალზე ნაყენს ბულგარეთში იყენებენ შარდმომგვრელად, კუჭშეკრულობისა და კუჭში ჩვხლეტების საწინააღმდეგოდ. 2 ჩ/კ ყვავილები 1 ჭიქა ცივი წყლით იდგმება გრილ ადგილას 8 საათის განმავლობაში, რაც ერთი დღის დოზას წარმოადგენს.